---
title: QA ინჟინერი at AzRy
description: " AzRy " - პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების მწარმოებელი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას QA ინჟინრის პოზიციაზე. ჩვენ შესახებ "AzRy"-ს სისტემებს საქართველოში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი 
---

# QA ინჟინერი

**Company:** AzRy  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-02  
**Apply by:** 2026-09-20

**Tags:** qa

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=749364)

## Job description

" AzRy " - პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების მწარმოებელი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას QA ინჟინრის პოზიციაზე. ჩვენ შესახებ "AzRy"-ს სისტემებს საქართველოში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იყენებს. დაგროვილმა გამოცდილებამ და წარმატებულმა პროექტებმა გაგვიჩინა საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ამბიცია - იმედი გვაქვს, რომ ხვალ, შენი დახმარებით, მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით გავუმარტივებთ ცხოვრებას. ჩვენი თანამშრომლების შეფასებით, კომპანია AzRy არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი სწრაფი პროფესიული ზრდისა და უნიკალური გამოცდილების მისაღებად. სწორედ ამიტომ AzRy პოპულარულია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის. მოკლედ იმის შესახებ, რასაც ვქმნით: ** საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდებისა და მართვის სისტემა - დანერგილია თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და საქართველოს კიდევ 23 ქალაქში; ყოველდღიურად 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება; ** თვითმომსახურების ტერმინალების მართვის მოწინავე სისტემა - მართავს ათასობით მოწყობილობას ამ სფეროში ბაზრის ლიდერ კომპანიებში; ** საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, რომლითაც საქართველოს წარმატებული ფინანსური ინსტიტუტების დიდი ნაწილი სარგებლობს; ** ლიზინგის მართვის კომპლექსური სისტემა, რომელიც წარმატებით მუშაობს ბაზრის 75%-ის მფლობელ ლიდერ კომპანიაში; ** პარტნიორობა საერთაშორისო კომპანიებთან - Discovery Limited, Vitality Group Inc. და სხვები. როლის შესახებ ვეძებთ QA Engineer-ს, რომელიც ჩაერთვება ფინტექ და თვითმომსახურების მიმართულების პროდუქტების ტესტირებაში. ეს ის როლია, სადაც ხარისხზე პასუხისმგებლობა რეალურია: სისტემები, რომლებსაც შენ შეამოწმებ, ყოველდღიურად ფულთან და ათასობით მომხმარებელთან მუშაობს. ჩვენს გუნდში ვაფასებთ ცნობისმოყვარეობას, გამბედაობასა და ექსპერიმენტის სურვილს - და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მოტივირებულია თვითგანვითარებისთვის. სამუშაო მოვალეობები: ** მოთხოვნებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, გაურკვევლობებისა და წინააღმდეგობების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა; ** სატესტო დოკუმენტაციის შედგენა და განახლება; ** ფუნქციური, რეგრესიული, ინტეგრაციული ტესტირების ჩატარება; ** დეფექტების აღწერა, პრიორიტეტიზაცია და მათი სასიცოცხლო ციკლის მართვა; ** ყოველდღიური კომუნიკაცია ინჟინრებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებსა და შესაბამისი პროდუქტების მენეჯერებთან; ** რელიზის მზაობის შეფასება და პროდაქშენში გასვლის მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლის გამოცდილება მანუალურ ტესტირებაში, რეალურ კომერციულ პროექტებზე; ** ტესტირების თეორიისა და პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნა; ** ხარისხიანი, რეპროდუცირებადი ბაგ-რეპორტების წერის უნარი; ** ტესტ-მენეჯმენტისა და საკითხების ტრექინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Jira); ** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ინგლისური ენა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ საკმარის დონეზე. უპირატესობად ჩაითვლება: ** API-ს ტესტირების გამოცდილება (Postman, Swagger); ** SQL-ის საბაზისო ცოდნა მონაცემების დამოუკიდებლად შემოწმებისთვის; ** ფინტექ, საბანკო ან საგადახდო სისტემების დომენის ცოდნა; ** აპარატურასთან (ტერმინალები, პრინტერები, გადახდის აპარატები) მუშაობის გამოცდილება; ** ტესტირების ავტომატიზაციის საბაზისო გაგება. თუ გამოცდილება ჯერ არ გაქვს: ჩვენთვის გამოცდილების წლები არ არის მთავარი საზომი - მთავარია აზროვნების წესი. თუ ფორმალურად ნაკლები გამოცდილება გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი პოზიციაა, გამოგვიგზავნე განაცხადი და აუცილებლად დაურთე სამოტივაციო წერილი (5-10 წინადადება) რას გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** კომპანიაში დანერგილი წახალისების სისტემის შესაბამისად - ყოველწლიურ მოგების განაწილებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს; ** სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტების სერვისებით სარგებლობას კომპანიის თანადაფინანსებით; ** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას გუნდში, სადაც ცოდნის გაზიარება და მხარდაჭერა ყოველდღიური პროცესის ნაწილია. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი 20 სექტემბრამდე, ბმულზე: https://jobs.azrycloud.com/vacancy?id=64

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=QA+%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9F%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"QA ინჟინერი","description":"<p>\" AzRy \" - პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების მწარმოებელი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას QA ინჟინრის პოზიციაზე. ჩვენ შესახებ \"AzRy\"-ს სისტემებს საქართველოში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იყენებს. დაგროვილმა გამოცდილებამ და წარმატებულმა პროექტებმა გაგვიჩინა საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ამბიცია - იმედი გვაქვს, რომ ხვალ, შენი დახმარებით, მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით გავუმარტივებთ ცხოვრებას. ჩვენი თანამშრომლების შეფასებით, კომპანია AzRy არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი სწრაფი პროფესიული ზრდისა და უნიკალური გამოცდილების მისაღებად. სწორედ ამიტომ AzRy პოპულარულია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის. მოკლედ იმის შესახებ, რასაც ვქმნით: ** საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდებისა და მართვის სისტემა - დანერგილია თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და საქართველოს კიდევ 23 ქალაქში; ყოველდღიურად 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება; ** თვითმომსახურების ტერმინალების მართვის მოწინავე სისტემა - მართავს ათასობით მოწყობილობას ამ სფეროში ბაზრის ლიდერ კომპანიებში; ** საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, რომლითაც საქართველოს წარმატებული ფინანსური ინსტიტუტების დიდი ნაწილი სარგებლობს; ** ლიზინგის მართვის კომპლექსური სისტემა, რომელიც წარმატებით მუშაობს ბაზრის 75%-ის მფლობელ ლიდერ კომპანიაში; ** პარტნიორობა საერთაშორისო კომპანიებთან - Discovery Limited, Vitality Group Inc. და სხვები. როლის შესახებ ვეძებთ QA Engineer-ს, რომელიც ჩაერთვება ფინტექ და თვითმომსახურების მიმართულების პროდუქტების ტესტირებაში. ეს ის როლია, სადაც ხარისხზე პასუხისმგებლობა რეალურია: სისტემები, რომლებსაც შენ შეამოწმებ, ყოველდღიურად ფულთან და ათასობით მომხმარებელთან მუშაობს. ჩვენს გუნდში ვაფასებთ ცნობისმოყვარეობას, გამბედაობასა და ექსპერიმენტის სურვილს - და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მოტივირებულია თვითგანვითარებისთვის. სამუშაო მოვალეობები: ** მოთხოვნებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, გაურკვევლობებისა და წინააღმდეგობების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა; ** სატესტო დოკუმენტაციის შედგენა და განახლება; ** ფუნქციური, რეგრესიული, ინტეგრაციული ტესტირების ჩატარება; ** დეფექტების აღწერა, პრიორიტეტიზაცია და მათი სასიცოცხლო ციკლის მართვა; ** ყოველდღიური კომუნიკაცია ინჟინრებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებსა და შესაბამისი პროდუქტების მენეჯერებთან; ** რელიზის მზაობის შეფასება და პროდაქშენში გასვლის მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლის გამოცდილება მანუალურ ტესტირებაში, რეალურ კომერციულ პროექტებზე; ** ტესტირების თეორიისა და პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნა; ** ხარისხიანი, რეპროდუცირებადი ბაგ-რეპორტების წერის უნარი; ** ტესტ-მენეჯმენტისა და საკითხების ტრექინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Jira); ** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ინგლისური ენა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ საკმარის დონეზე. უპირატესობად ჩაითვლება: ** API-ს ტესტირების გამოცდილება (Postman, Swagger); ** SQL-ის საბაზისო ცოდნა მონაცემების დამოუკიდებლად შემოწმებისთვის; ** ფინტექ, საბანკო ან საგადახდო სისტემების დომენის ცოდნა; ** აპარატურასთან (ტერმინალები, პრინტერები, გადახდის აპარატები) მუშაობის გამოცდილება; ** ტესტირების ავტომატიზაციის საბაზისო გაგება. თუ გამოცდილება ჯერ არ გაქვს: ჩვენთვის გამოცდილების წლები არ არის მთავარი საზომი - მთავარია აზროვნების წესი. თუ ფორმალურად ნაკლები გამოცდილება გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი პოზიციაა, გამოგვიგზავნე განაცხადი და აუცილებლად დაურთე სამოტივაციო წერილი (5-10 წინადადება) რას გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** კომპანიაში დანერგილი წახალისების სისტემის შესაბამისად - ყოველწლიურ მოგების განაწილებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს; ** სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტების სერვისებით სარგებლობას კომპანიის თანადაფინანსებით; ** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას გუნდში, სადაც ცოდნის გაზიარება და მხარდაჭერა ყოველდღიური პროცესის ნაწილია. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი 20 სექტემბრამდე, ბმულზე: https://jobs.azrycloud.com/vacancy?id=64</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"749364"},"url":"https://techgeo.ge/job/qa-inzhineri-e90b10b","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"AzRy"},"directApply":false,"datePosted":"2026-09-02","validThrough":"2026-09-20T23:59:59+04:00"}
```
