QA Tester
Job description
ვაკანსია: CRM QA Tester / კამპანიების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი ძირითადი პასუხისმგებლობები: CRM კამპანიების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი პასუხისმგებელი იქნება ყველა სარეკლამო და CRM კამპანიის გაშვების წინ, გაშვების პროცესში და გაშვების შემდეგ ხარისხის კონტროლზე, მონიტორინგსა და პრობლემების დროულ იდენტიფიცირებაზე. მოვალეობები: • CRM კამპანიების სრულყოფილი ტესტირება გაშვებამდე. • კამპანიის გაშვების პროცესის აქტიური მონიტორინგი და კონტროლი. • კამპანიის მუშაობის უწყვეტი დაკვირვება პირველ საათებში და საჭიროების შემთხვევაში მთელი აქტიური პერიოდის განმავლობაში. • ნებისმიერი ტექნიკური ან ლოგიკური ხარვეზის დროული აღმოჩენა, დოკუმენტირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დაუყოვნებლივი ინფორმირება. • ვებგვერდის შემოწმება კამპანიის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ, მათ შორის: ბანერების სწორად განთავსება; აქციის გვერდების ხელმისაწვდომობა; აქციის წესებისა და პირობების სისწორე; ბმულების (Links) გამართულად მუშაობა; რეგისტრაციის, ოპტ-ინისა და სხვა მომხმარებლის გზების (User Flow) შემოწმება. • კამპანიასთან დაკავშირებული ბონუსების, ფრისპინების, ვირტუალური ვალუტების, ტურნირებისა და სხვა მექანიკების გამართულად მუშაობის გადამოწმება. • კამპანიის მიმდინარეობისას მომხმარებლის გამოცდილების (User Experience) შეფასება და შესაძლო პრობლემების გამოვლენა. • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სცენარის (Test Cases) შესრულება სხვადასხვა მომხმარებლის ტიპისთვის. • აღმოჩენილი პრობლემების დეტალური აღწერა და შესაბამის გუნდებთან (CRM, Product, Development, Support) კომუნიკაცია მათ დროულად აღმოსაფხვრელად. • კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლენილი პრობლემებისა და რეკომენდაციების დოკუმენტირება, რათა მსგავსი შემთხვევები მომავალში თავიდან იქნას აცილებული. მოთხოვნები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ. ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად აღმოჩენის უნარი. ლოგიკური ტესტირების უნარები. კარგი კომუნიკაციის უნარი. Microsoft Excel-ის ან Google Sheets-ის ცოდნა. Jira, Confluence ან მსგავსი სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. QA Testing-ის ან CRM სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელი უნარები დეტალებზე ორიენტირებულობა. ორგანიზებულობა. პასუხისმგებლობის მაღალი დონე. პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი. გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. მთავარი მიზანი: უზრუნველყოს, რომ ყოველი CRM კამპანია მომხმარებლამდე მივიდეს გამართულად, ყველა ელემენტი მუშაობდეს სწორად, ვებგვერდზე ინფორმაცია იყოს სრულყოფილი, ხოლო ნებისმიერი ტექნიკური თუ ლოგიკური პრობლემა გამოვლინდეს და შესაბამისი გუნდის მიერ დროულად გამოსწორდეს, რათა მომხმარებლის გამოცდილება იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი.