QA Testing Mentor GEO
Job description
About Academy of the Digital Industries ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე. დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში. 2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება. როლის მოკლე აღწერა ვეძებთ გამოცდილ და სწავლების მიმართ გატაცებულ QA Testing მენტორს (Manual & Automation), რომელიც უხელმძღვანელებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას, შექმნილს მომავალი QA ინჟინრებისთვის. საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა გამოცდილი QA სპეციალისტი, რომელსაც აქვს როგორც Manual, ისე Automation Testing-ის პრაქტიკული გამოცდილება და სურს გაუზიაროს სტუდენტებს რეალურ პროექტებზე მიღებული ცოდნა, რათა დაეხმაროს მათ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში წარმატებული კარიერის დაწყებაში. მენტორი სტუდენტებს გაუძღვება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სრულ ციკლში — Manual Testing-ის საფუძვლებიდან ტესტების ავტომატიზაციის საბაზისო ცოდნამდე — რეალურ პროექტებზე, ინდუსტრიის სტანდარტულ ინსტრუმენტებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით. ძირითადი მოვალეობები: გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას. წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას. ჩაატაროთ სრულყოფილი პრაქტიკული სწავლება როგორც Manual QA, ისე Automation QA-ის საბაზისო მიმართულებებით. ასწავლოთ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლები, მათ შორის ტესტირების დაგეგმვა (Test Planning), ტესტ-ქეისების შექმნა (Test Case Design), ბაგების რეპორტინგი (Bug Reporting), Bug Life Cycle-ის მართვა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მეთოდოლოგიები. გააცნოთ სტუდენტებს ინდუსტრიის სტანდარტული თანამშრომლობისა და ბაგების მართვის ინსტრუმენტები, როგორიცაა Jira და Trello. ჩაატაროთ რეალური ვებ და მობილური აპლიკაციების ტესტირების პრაქტიკული სიმულაციები Learning by Doing მიდგომის გამოყენებით. ასწავლოთ API Testing ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Postman. გააცნოთ სტუდენტებს ტესტების ავტომატიზაციის საფუძვლები ისეთი ფრეიმვორკების გამოყენებით, როგორიცაა Selenium, Cypress ან Playwright. უხელმძღვანელოთ სტუდენტებს რეალური პროექტების ტესტირების პროცესში და დაეხმაროთ პროფესიული პორტფოლიოს შექმნაში, რომელიც გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე. შეამოწმოთ დავალებები, მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი და გაუწიოთ მენტორობა სტუდენტებს სასწავლო პროცესის განმავლობაში. შექმნათ მოტივირებული, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო. იყოთ ინფორმირებული QA-ის უახლეს მეთოდოლოგიებზე, ტესტირების ინსტრუმენტებზე, ავტომატიზაციის ფრეიმვორკებსა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკებზე და მათი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში. მოარგოთ სილაბუსი ADI-ის საგანმანათლებლო ხედვას — 10 ვორქშოფი, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით, ისეთი თემებით, როგორებიცაა: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლები Manual Testing-ის ტექნიკები Test Case-ების შექმნა Bug Reporting და Bug Life Cycle Jira და Agile სამუშაო პროცესები API Testing Postman-ის გამოყენებით Test Automation-ის შესავალი Selenium, Cypress ან Playwright-ის საფუძვლები რეალური აპლიკაციების ტესტირება დასკვნითი QA პროექტი ძირითად მოთხოვნები: 3+ წლიანი პროფესიული გამოცდილება QA ინჟინრის პოზიციაზე, სასურველია Mid ან Senior დონეზე. Manual Testing-ის მეთოდოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საუკეთესო პრაქტიკების საფუძვლიანი პრაქტიკული გამოცდილება. პრაქტიკული გამოცდილება მინიმუმ ერთ წამყვან Automation Testing Framework-თან, როგორიცაა Selenium, Cypress ან Playwright. API Testing-ის გამოცდილება ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Postman. პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მეთოდოლოგიების, Agile სამუშაო პროცესებისა და დეფექტების მართვის პროცესების კარგი ცოდნა. Jira, Trello ან მსგავსი ბაგებისა და პროექტების მართვის სისტემების გამოყენების გამოცდილება. სწავლების მიმართ გატაცება და სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის უნარი. ტექნიკური საკითხების დამწყებთათვის ნათლად, მარტივად და ეფექტურად ახსნის უნარი. Junior QA ინჟინრების, სტაჟიორების მენტორობის ან ტექნიკური ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ადგილობრივ და საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე Junior QA ინჟინრების მიმართ არსებული მოთხოვნებისა და მოლოდინების საფუძვლიანი ცოდნა. შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები. ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები. სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე სტუდენტებთან ეფექტურად მუშაობის უნარი. მენტორობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად. ქართული ენის თავისუფალი ფლობა (C2). ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს; დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას; 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში; ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას; სწავლებისა და განვითარების პროგრამას; რეფერალ პროგრამას; კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.