TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რადიოლოგის თანაშემწე

რადიოლოგის თანაშემწე

ენმედიცი Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 13, 2026

Job description

კლინიკა " ენმედიცი " ეძებს პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და ორგანიზებულ თანამშრომელს რადიოლოგის თანაშემწის პოზიციაზე. თუ გაქვთ კომპიუტერთან მუშაობისა და სწრაფად ბეჭდვის უნარი, გსურთ სტაბილური სამსახური და პროფესიულ გარემოში მუშაობა, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები ** რადიოლოგი ექიმის დახმარება სამუშაო პროცესში; ** პაციენტების მიღებისა და ვიზიტების ორგანიზება; ** რადიოლოგი ექიმის მიერ ნაკარნახევი ტექსტის ზუსტად და სწრაფად დაბეჭდვა ** დოკუმენტაციის მოწესრიგება; ** სამუშაო პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** სასურველია სამედიცინო განათლება ან სამედიცინო სფეროში მუშაობის/სწავლის გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის; ** MS Word-ისა და MS Excel-ის ცოდნა; ** სწრაფი და ზუსტი ბეჭდვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარი; ** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი. სამუშაო პირობები ვაკანსია №1 ** ორშაბათი-პარასკევი — 10:00-16:00 ** ანაზღაურება: 650 ლარი (ხელზე ასაღები) ვაკანსია №2 ** ორშაბათი-პარასკევი — 10:00-16:00 ** შაბათი — 10:00-15:00 ** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები) სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. №3 (ყოფილი წინანდლის ქ. №9-11), 300 არაგველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. განაცხადის მიღების წესი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "რადიოლოგის თანაშემწე". კლინიკა "ენმედიცი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები კლინიკა ენმედიცმა დაამუშაოს ვაკანსიის შერჩევის პროცესის წარმართვის მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კლინიკა უზრუნველყოფს კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და მათ გამოყენებას მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც ისინი იქნა წარმოდგენილი.