TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რეაქტიული მარკეტინგის მენეჯერი

რეაქტიული მარკეტინგის მენეჯერი

dreamland-oasis-in-chakvi Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 26, 2026

Job description

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს: ** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/ ** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage ** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/ კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეაქტიული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო ადგილი - ჩაქვი უშუალო ხელმძღვანელი - გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** რეზორტის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაში ** სამიზნე ბაზრების სპეციფიკის გათვალისწინებით მარკეტინგული მიდგომის ადაპტაცია ** სეზონური, სადღესასწაულო და სიახლეებზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანიების კონცეფციის შემუშავება ** E-Commerce, Sales და Operations გუნდებთან კოორდინაციაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების განხორციელება ** წლიური მარკეტინგული კალენდრის შედგენა — რეზორტის ყველა ლოკაციის (სასტუმრო, სპა, რესტორანები, გასართობი სივრცეები) აქტივობების ერთ სისტემაში გაერთიანება ** თვიური და კვირეული კალენდრის დეტალიზაცია — კამპანიები, პუბლიკაციები, ღონისძიებები, სეზონური შეთავაზებები ** კალენდრის მიყოლის კონტროლი — დედლაინების, კოორდინატორების და შედეგების მართვა ** მოულოდნელ სიახლეებსა და ტრენდებზე კალენდრის სწრაფი ადაპტაცია (Reactive Planning) ** ბრენდ-გაიდლაინის შემუშავება და ყველა ლოკაციაზე მისი დაცვის კონტროლი ** ვიზუალური იდენტობის (ლოგო, ფერთა პალიტრა, ტიპოგრაფია, ფოტო-სტილი) კონსისტენტური გამოყენების უზრუნველყოფა ** ყველა კომუნიკაციური მასალის — ციფრული, საბეჭდი, გარე — ბრენდ-სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება ** სასტუმროს ყველა ლოკაციაზე (ლობი, სპა, რესტორანი, ნომრები, ლიფტები, გარე სახე) ბრენდინგის ვიზუალური ხარისხის კონტროლი ** ყველა საბეჭდი მასალის (მენიუ, ბროშურა, ფლაიერი, სიგნეიჯი, Roll-Up, ბანერი, ვიზიტკარტი, პაკეტი, სუვენირი) დიზაინის დავალების (Creative Brief) შედგენა ** დიზაინერთან ან სარეკლამო სააგენტოსთან კოორდინაციაში მასალების შემუშავება, კორექტირება და საბოლოო დამტკიცება ** ბეჭდვის ხარისხის კონტროლი — მომწოდებლებთან ურთიერთობა, ვადების მართვა ** ყველა ლოკაციაზე საბეჭდი მასალების განახლება სეზონური შეთავაზებების, ახალი პროდუქტების ან ფასების ცვლილებისას ** რეზორტის სეზონური და სადღესასწაულო ღონისძიებების (გახსნა, Pop-Up, ველნეს-ივენთი, Gala Dinner, სპა-დღე და სხვ.) კონცეფციის შემუშავება ** ღონისძიებების ბიუჯეტის, ლოჯისტიკის, მომწოდებლების (დეკორი, კვება, მუსიკა, ფოტოგრაფი) კოორდინაცია ** B2B ღონისძიებების (კორპორატიული შეხვედრები, პრეს-ტური, Influencer-ის ვიზიტი) ორგანიზება ** ღონისძიებების მიმდინარეობის მართვა — On-Site კოორდინაცია, გუნდის ინსტრუქტაჟი, პრობლემების სწრაფი გადაწყვეტა ** ღონისძიების შემდგომი შეფასება — მონაწილეთა კმაყოფილება, მიდიის გაშუქება, შემოსავლის ანალიზი ** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ** ბრენდ-ცნობადობის, სოციალური მედიის ზრდის, მედია-გაშუქების ტენდენციების ვიზუალური Dashboard-ის წარდგენა ** ღონისძიებების, საბეჭდი მასალების და კამპანიების ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი ** ხელმძღვანელისთვის სტრატეგიული ანგარიშგება — რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რეკომენდაციები საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულო: ** 3-5 წლის გამოცდილება მარკეტინგის, ბრენდინგის ან კომუნიკაციების სფეროში ** ბრენდ-გაიდლაინის შემუშავებისა და კონტროლის პრაქტიკული გამოცდილება ** საბეჭდი მასალების წარმოების პროცესის (Creative Brief-დან ბეჭდვამდე) ცოდნა ** ღონისძიებების დაგეგმვა-კოორდინაციის გამოცდილება ** მარკეტინგული კალენდრის მართვის და პროექტის დედლაინების კონტროლის უნარი ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — სავალდებულო ** Google Analytics, Meta Business Suite ან მსგავსი ანალიტიკის ინსტრუმენტების ბაზისური ცოდნა სასურველი: ** ჰოსპითალითი ინდუსტრიის მარკეტინგული გამოცდილება ** Adobe Creative Suite (Photoshop, InDesign, Illustrator) ან Canva Pro-ს ოპერაციული ცოდნა ** სარეკლამო სააგენტოსთან, დიზაინერთან ან ფოტოგრაფთან მუშაობის გამოცდილება ** Influencer Marketing კამპანიების მართვის გამოცდილება ** Project Management ინსტრუმენტების გამოცდილება საჭირო კომპეტენციები: ** ორგანიზებულობა — ერთდროულად მრავალი პროექტის, დედლაინისა და გუნდის კოორდინაცია ** კრეატიულობა — ბრენდის ხმის შენარჩუნებით ახალი, გამორჩეული იდეების გენერირება ** დეტალებზე ყურადღება — ბრენდ-სტანდარტებიდან მცირე გადახვევის დროულად შემჩნევა ** კომუნიკაბელურობა — დიზაინერი, ფოტოგრაფი, მომწოდებელი, ოპერაციული გუნდი — ყველასთან ეფექტური თანამშრომლობა ** მოქნილობა — გაუთვალისწინებელ სიტუაციებში სწრაფი, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება ** შედეგზე ორიენტირება — ყველა მარკეტინგული ქმედების გავლენის გაზომვა და ანგარიშგება შერჩევის ეტაპები: 1. განაცხადების გადარჩევა 2. გასაუბრება დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეაქტიული მარკეტინგის მენეჯერი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! აპლიკანტის ინფორმირება მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე: 1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33). 2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. 3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. 4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვ