TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რეგიონალური მენეჯერის მოადგილე

რეგიონალური მენეჯერის მოადგილე

ფინბიურო ზუგდიდი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. "ფინბიურო" აერთიანებს 19 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს. " ფინბიურო " აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე სამეგრელოს რეგიონში. სამუშაო განაკვეთი:სრული სამუშაო ადგილი: ზუგდიდი ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი ფუნქცია-მოვალეობები: ჯგუფების შესასრულებელი გეგმების მიხედვით, ჯგუფების მიხედვით ინდივიდუალური გეგმების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი; ვიზიტების დაგეგმვა, ჯგუფებში შესრულების მონიტორინგი, ვიზიტების ბიუჯეტის კონტროლი; მოსალოდნელი შედეგების ყოველდღიური კონტროლი; სტანდარტიზაციის მიხედვით მუშაობის მონიტორინგი და შეფასებების უკუკავშირში ჩართულობა; როტაციის პროცესში ჩართულობა საჭიროებიდან გამომდინარე; დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან გეგმიური შეხვედრა/ქოლი გაიდლაინის მიხედვით; არაგეგმიური რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების მიხედვით; რეგიონის ჭრილში ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს მიხედვით; პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე; გუნდის წევრებისთვის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების მიწოდება/დროული ინფორმირება; განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; უმაღლესი განათლება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook). კომპეტენციები და უნარები: გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი; ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი; გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია; სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება; გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " რეგიონალური მენეჯერის მოადგილე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.