TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რეგიონული მენეჯერი

რეგიონული მენეჯერი

Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

ჰოლდინგური კომპანია , რომელიც წარმატებით ოპერირებს B2B და B2C მომსახურებისა და სერვისების სექტორში და იკავებს წამყვან პოზიციებს ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოს მიმართულებით (ბათუმის ოფისი). პოზიციის მიზანი: დასავლეთ საქართველოს რეგიონში კომპანიის საბაზრო წილის გაფართოება, ახალი კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების მაჩვენებლების მაქსიმალური ზრდა. ძირითადი მოვალეობები: ** გაყიდვების ზრდა: ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შესრულება, გაყიდვების ძაბრის მუდმივი ოპტიმიზაცია და რეგიონის შემოსავლიანობის გაზრდა. ** B2B გაყიდვები: ახალი მსხვილი კორპორატიული კლიენტების (სასტუმროები, რითეილი, კლინიკები და სხვა) აქტიური მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა. ** პორტფელის განვითარება: არსებულ კლიენტებთან პარტნიორობის გაღრმავება და გაყიდვების მოცულობის გაზრდა. ** გუნდის მართვა: რეგიონული გუნდის ეფექტური მართვა და მათი ფოკუსირება გაყიდვების შედეგებზე. ** ფინანსური კონტროლი: რეგიონის ბიუჯეტის, ხარჯებისა და მოგება-ზარალის (P&L) მართვა; დებიტორული დავალიანებების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 5-7 წლიანი გამოცდილება (გუნდის მართვის- მინიმუმ 3 წელი). ** B2B სექტორში გაყიდვების ციკლის წარმატებული გამოცდილება. ** CRM სისტემების, გაყიდვების KPI-ებისა და ფინანსური უწყისების (P&L) ცოდნა. ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოებისა და გარიგებების "დახურვის" მაღალი კომპეტენცია. ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა. საჭირო უნარები: ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოებისა და გარიგებების დახურვის ძლიერი უნარი. ** შედეგზე ორიენტირებულობა და ლიდერული თვისებები. ** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. ლოკაცია: ბათუმის ოფისი. დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/N7hGMsJ2UXAJyXDw8