რეგისტრატორი
Job description
შპს " თოდუას კლინიკა " აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტის ვიზიტის გაფორმება, სამედიცინო პროგრამაში რეგისტრაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** შესაბამის განყოფილებებსა და სივრცეებში გადამისამართება; ** პაციენტების რიგისა და ნაკადის ეფექტური მართვა; ** თავაზიანი, ყურადღებიანი და მომსახურების მაღალ სტანდარტზე ორიენტირებული კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა; ** გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა; ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად; ** რეგისტრატორის, ქოლ-ცენტრის ოპერატორის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: ** 09:00-17:00; ** 13:00-21:00 (მხოლოდ ლუბლიანას ფილიალში). სამუშაო ადგილები: ** ცენტრალური ფილიალი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13; ** დიღმის ფილიალი: თბილისი, ლუბლიანას ქ. №21. დამატებითი სარგებელი: ** Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება; ** FitPass; ** ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში; ** წელიწადში ორჯერ, დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები; ** სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] . ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "რეგისტრატორი". ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/yvDK1Oz