TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რეკრუტერი

რეკრუტერი

ჰიპერმარკეტი Domino თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში რეკრუტერის (დეკრეტის შემცვლელი) პოზიციაზე დიღმის ფილიალისთვის. ძირითადი მოვალეობები: რეკრუტინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა; ვაკანტური პოზიციებისათვის კანდიდატების მოძიება; შემოსული რეზიუმეების გადარჩევა; გასაუბრებების/ტესტირებების დაგეგმვა და ჩატარება; კანდიდატების სტაჟირების პროცესის მონიტორინგი; ღია ვაკანსიების ტექსტების მომზადება და განთავსება ონლაინ არხებზე; უშუალო ხელმძღვანელის დავალებების და მითითებების შესრულება; ყოველკვირეული რაპორტინგი ხელმძღვანელობასთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; რითეილ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაივლება უპირატესობად; პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება; როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი; მულტითასქინგური სამუშაო პროცესის მართვის უნარი; განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: გრაფიკი სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ; სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); კვება; FitPass; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KGCZVPGd