---
title: რეკრუტერი at Dressup Group
description: „დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samso
---

# რეკრუტერი

**Company:** Dressup Group  
**Location:** Tbilisi, Georgia  
**Posted:** 2026-09-23  
**Apply by:** 2026-11-07

[Apply / View original posting](https://www.linkedin.com/jobs/view/4468988713)

## Job description

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. “დრესაპ ჯგუფი” ეძებს გამოცდილ რეკრუტერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ოფისის პროფესიული და მენეჯერული პოზიციების შერჩევაზე - პოზიციის საჭიროების სწორად განსაზღვრიდან და კანდიდატების მოძიებიდან - საბოლოო შერჩევამდე. გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს: სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ; სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ✨ რატომ Dressup? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ: კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში; საიუბილეო და საქორწინო შვებულებას; კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. ვის ვეძებთ? ვეძებთ რეკრუტერს, რომელსაც აინტერესებს არა მხოლოდ ვაკანსიის სწრაფად შევსება, არამედ სწორი კანდიდატის პოვნა და შერჩევის ხარისხი . ადამიანს, რომელსაც შეუძლია გაიგოს კონკრეტული პოზიციისა და ბიზნესის საჭიროება, აქტიურად მოძებნოს შესაბამისი პროფესიონალები და ობიექტურად შეაფასოს მათი გამოცდილება, კომპეტენციები და მოტივაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკრუტერი იყოს დამოუკიდებელი, ორგანიზებული და კომუნიკაბელური , შეეძლოს სხვადასხვა დონის ხელმძღვანელთან ეფექტურად თანამშრომლობა, საკუთარი პროფესიული შეფასების არგუმენტირებულად გაზიარება და კანდიდატისთვის მთელი შერჩევის პროცესში პოზიტიური და პროფესიული გამოცდილების შექმნა. ამ პოზიციაზე შენი ძირითადი პასუხისმგებლობები იქნება: ოფისის პროფესიულ და მენეჯერულ პოზიციებზე შერჩევის სრული პროცესის დამოუკიდებლად მართვა; შესაბამის ხელმძღვანელთან ერთად პოზიციის საჭიროების, ძირითადი პასუხისმგებლობებისა და კანდიდატის სასურველი პროფილის განსაზღვრა; კანდიდატების აქტიური მოძიება LinkedIn-ის, დასაქმების პლატფორმების, პროფესიული ქსელებისა და სხვა შესაბამისი არხების გამოყენებით; შემოსული რეზიუმეების რეგულარული გადარჩევა და შესაბამისი კანდიდატების იდენტიფიცირება; კანდიდატებთან ინტერვიუების ჩატარება და მათი პროფესიული გამოცდილების, კომპეტენციების, მოტივაციისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასება; შერჩევის პროცესში ხელმძღვანელებთან აქტიური თანამშრომლობა, კანდიდატების შესახებ პროფესიული შეფასების გაზიარება და გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა; რთულად შესავსები პოზიციებისთვის კანდიდატების მოძიების ეფექტიანი გზების განსაზღვრა და გამოყენება; კანდიდატებთან დროული და პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა შერჩევის მთელი პროცესის განმავლობაში; პოტენციური კანდიდატების ბაზის შექმნა და განვითარება კომპანიის მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებისთვის; შერჩეულ კანდიდატთან შეთავაზებისა და დასაქმების პროცესის კოორდინაცია; დამსაქმებლის ბრენდის განვითარებასა და კომპანიის კარიერის გვერდის მართვაში მონაწილეობა; შერჩევის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება. რას ველით კანდიდატისგან: უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის ან შესაბამისი მიმართულებით; შერჩევის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ; შერჩევის სრული პროცესის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება; სასურველია პროფესიული და საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერული პოზიციების შერჩევის გამოცდილება; კანდიდატების აქტიური მოძიების პრაქტიკული გამოცდილება და LinkedIn-ის ეფექტურად გამოყენების ცოდნა; სტრუქტურირებული და კომპეტენციებზე დაფუძნებული ინტერვიუს ჩატარების უნარი; კანდიდატის გამოცდილების, მოტივაციისა და პოზიციასთან შესაბამისობის სწორად შეფასების უნარი; ბიზნესის საჭიროების გააზრებისა და კონკრეტული პოზიციისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის, გამოცდილებისა და კომპეტენციების განსაზღვრის უნარი; კარგი კომუნიკაციის, ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სხვადასხვა დონის ხელმძღვანელთან ეფექტურად თანამშრომლობის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და რამდენიმე ვაკანსიის პარალელურად მართვის უნარი. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"რეკრუტერი","description":"<p>„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. “დრესაპ ჯგუფი” ეძებს გამოცდილ რეკრუტერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ოფისის პროფესიული და მენეჯერული პოზიციების შერჩევაზე - პოზიციის საჭიროების სწორად განსაზღვრიდან და კანდიდატების მოძიებიდან - საბოლოო შერჩევამდე. გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს: სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ; სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ✨ რატომ Dressup? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ: კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში; საიუბილეო და საქორწინო შვებულებას; კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. ვის ვეძებთ? ვეძებთ რეკრუტერს, რომელსაც აინტერესებს არა მხოლოდ ვაკანსიის სწრაფად შევსება, არამედ სწორი კანდიდატის პოვნა და შერჩევის ხარისხი . ადამიანს, რომელსაც შეუძლია გაიგოს კონკრეტული პოზიციისა და ბიზნესის საჭიროება, აქტიურად მოძებნოს შესაბამისი პროფესიონალები და ობიექტურად შეაფასოს მათი გამოცდილება, კომპეტენციები და მოტივაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკრუტერი იყოს დამოუკიდებელი, ორგანიზებული და კომუნიკაბელური , შეეძლოს სხვადასხვა დონის ხელმძღვანელთან ეფექტურად თანამშრომლობა, საკუთარი პროფესიული შეფასების არგუმენტირებულად გაზიარება და კანდიდატისთვის მთელი შერჩევის პროცესში პოზიტიური და პროფესიული გამოცდილების შექმნა. ამ პოზიციაზე შენი ძირითადი პასუხისმგებლობები იქნება: ოფისის პროფესიულ და მენეჯერულ პოზიციებზე შერჩევის სრული პროცესის დამოუკიდებლად მართვა; შესაბამის ხელმძღვანელთან ერთად პოზიციის საჭიროების, ძირითადი პასუხისმგებლობებისა და კანდიდატის სასურველი პროფილის განსაზღვრა; კანდიდატების აქტიური მოძიება LinkedIn-ის, დასაქმების პლატფორმების, პროფესიული ქსელებისა და სხვა შესაბამისი არხების გამოყენებით; შემოსული რეზიუმეების რეგულარული გადარჩევა და შესაბამისი კანდიდატების იდენტიფიცირება; კანდიდატებთან ინტერვიუების ჩატარება და მათი პროფესიული გამოცდილების, კომპეტენციების, მოტივაციისა და პოზიციასთან შესაბამისობის შეფასება; შერჩევის პროცესში ხელმძღვანელებთან აქტიური თანამშრომლობა, კანდიდატების შესახებ პროფესიული შეფასების გაზიარება და გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა; რთულად შესავსები პოზიციებისთვის კანდიდატების მოძიების ეფექტიანი გზების განსაზღვრა და გამოყენება; კანდიდატებთან დროული და პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა შერჩევის მთელი პროცესის განმავლობაში; პოტენციური კანდიდატების ბაზის შექმნა და განვითარება კომპანიის მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებისთვის; შერჩეულ კანდიდატთან შეთავაზებისა და დასაქმების პროცესის კოორდინაცია; დამსაქმებლის ბრენდის განვითარებასა და კომპანიის კარიერის გვერდის მართვაში მონაწილეობა; შერჩევის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება. რას ველით კანდიდატისგან: უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის ან შესაბამისი მიმართულებით; შერჩევის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ; შერჩევის სრული პროცესის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება; სასურველია პროფესიული და საშუალო ან მაღალი რგოლის მენეჯერული პოზიციების შერჩევის გამოცდილება; კანდიდატების აქტიური მოძიების პრაქტიკული გამოცდილება და LinkedIn-ის ეფექტურად გამოყენების ცოდნა; სტრუქტურირებული და კომპეტენციებზე დაფუძნებული ინტერვიუს ჩატარების უნარი; კანდიდატის გამოცდილების, მოტივაციისა და პოზიციასთან შესაბამისობის სწორად შეფასების უნარი; ბიზნესის საჭიროების გააზრებისა და კონკრეტული პოზიციისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის, გამოცდილებისა და კომპეტენციების განსაზღვრის უნარი; კარგი კომუნიკაციის, ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სხვადასხვა დონის ხელმძღვანელთან ეფექტურად თანამშრომლობის უნარი; დამოუკიდებლად მუშაობის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და რამდენიმე ვაკანსიის პარალელურად მართვის უნარი. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"4468988713"},"url":"https://techgeo.ge/job/rekruteri-d71d57f","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Tbilisi, Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"Dressup Group"},"directApply":false,"datePosted":"2026-09-23","validThrough":"2026-11-07T23:59:59+04:00"}
```
