რენტგენის კაბინეტის ლაბორანტი
Job description
" ევექსი " საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. "ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა. "ევექსი" აცხადებს ვაკანსიას რენტგენის კაბინეტის ლაბორანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: საბურთალოს პოლიკლინიკა, ვაჟა ფშაველას N40 სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი ძირითადი მოვალეობები: ** რენტგენის გადაღება კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით; ** სამედიცინო აპარატურასთან სამუშაო წესების შესრულების უზრუნველყოფა დროულად, უშეცდომოდ და სრულყოფილად; ** პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება; ვაკანსიის მოთხოვნები: ** სასურველია რენტგენო-ლაბორანტის მოწმობა ან სერტიფიკატი; ** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო, საშუალო საექთნო ან საშუალო რენტგენო-ლაბორანტის განათლება; (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტები) ** სასურველია სამუშო გამოცდილება რენტგენო-ლაბორანტის, რენტგენის ტექნიკოსის პოზიციაზე; ჩვენთან შენ მიიღებ: ** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე. ** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს: ** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე ** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში" ** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე. ** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის. დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს გამოსაგზავნად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/3805c727-eb73-489a-a880-0c3ac39f5cb1 გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. "ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!