რესტორნის დიასახლისი
Job description
„კომპლექსი კრუიზი“ მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით. „კომპლექსი კრუიზი“ აცხადებს ვაკანსიას რესტორნის დიასახლისის პოზიციაზე. მისამართი: ბელიაშვილის 81 დღიური ანაზღაურება: 70 ლარი სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების ცოდნა და დაცვა; დეტალებზე ორიენტირებულობა; გუნდში მუშაობის უნარი. ძირითადი მოვალეობები: რესტორნის დარბაზის ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება; მაგიდების, სკამების და სხვა ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა; ღონისძიებებისა და სტუმრების მიღებამდე დარბაზის მომზადება; გამოყენებული ჭურჭლისა და ინვენტარის დროული შეგროვება და შესაბამის ადგილზე გადატანა; ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; საჭიროების შემთხვევაში გუნდის სხვა წევრების მხარდაჭერა დარბაზის მოწესრიგების პროცესში. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს; კონკურენტულ ანაზღაურებას; მეგობრულ გუნდს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.