რესტორნის მენეჯერი
Job description
ჯერსი აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ კადრს გამოცდილებით, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას რესტორნის ყოველდღიურ მართვაზე, ეფექტურად უხელმძღვანელებს გუნდს, უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ სტანდარტს და ხელს შეუწყობს რესტორნის ოპერაციული საქმიანობის განვითარებას. მოვალეობები: ** რესტორნის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა და კონტროლი. ** გუნდის ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა (მოლარეები, მზარეულები, მზარეულის დამხმარეები და დამხმარე პერსონალი). ** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა და მართვა. ** ახალი თანამშრომლების მოძიება, აყვანა, ადაპტაცია და გადამზადება. ** მომხმარებლის მომსახურების, კერძების ხარისხისა და სისუფთავის კონტროლი, მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა. ** სტუმრების პრეტენზიების განხილვა და კონფლიქტური სიტუაციების პროფესიონალურად მოგვარება. ** სალარო ოპერაციების კონტროლი და ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება. ** მარაგების კონტროლი, შესყიდვების დაგეგმვა და შეკვეთების დროულად განთავსება. ** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მიწოდების პროცესის კოორდინაცია. ** პროდუქტის ჩამოწერებისა და სხვა ოპერაციული დანაკარგების შემცირება და მონიტორინგი. ** გაყიდვების ანალიზი და შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ** საკურიერო პლატფორმების (Wolt, Glovo და სხვა) ეფექტური მართვა. ** თანამშრომლებზე დავალებების გადანაწილება და მათი შესრულების კონტროლი. ** სურსათის უვნებლობის, სანიტარული ნორმებისა და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვა. ** რესტორნის საქმიანობის შესახებ რეგულარული ანგარიშგების წარდგენა მფლობელებისთვის. ** ორიენტაცია სამუშაო პროცესების მუდმივი გაუმჯობესებისა და რესტორნის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება. ** ლიდერული თვისებები და გუნდის ეფექტურად მართვის უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივის გამოჩენისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. ** ძლიერი ორგანიზებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ** სალარო ოპერაციებთან და შეჯამების შექმნასთან დაკავშირებული გამოცდილება. ** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტებისა და სურსათის უვნებლობის რეგულაციების ცოდნა. ** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა. ჩვენ გთავაზობთ: ანაზღაურება — 3, 000 ლარიდან თვეში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 511 229 135