რესტორნის მიმტანი
Job description
ავლაბრის ისტორიულ ნაწილში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო " ხედი " (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მიმტანის (F&B Service Agent) პოზიციაზე, ჩვენს ავთენტურ, ქართულ რესტორან "ხედში". ჩვენი რესტორანი სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ქართულ-ევროპულ გასტრონომიულ გამოცდილებას და საუკეთესო ქართული მეღვინეობის ნიმუშებს. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრებს, რომლებსაც სურთ განვითარდნენ მასპინძლობის წამყვან ინდუსტრიაში და შექმნან დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩვენი ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის. მდებარეობა: თბილისი, ავლაბარი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ცვლიანი გრაფიკი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მენიუსა და კერძების სიღრმისეული ცოდნა: რესტორანი "ხედის" ავთენტური ქართულ-ევროპული მენიუს სრულყოფილი ფლობა; თითოეული კერძის ინგრედიენტების, მომზადების მეთოდების, ალერგენებისა და სერვირების დეტალების უზადო ცოდნა; ** ეფექტური კოლაბორაცია სამზარეულოსთან: შეფ-მზარეულთან და კულინარიულ გუნდთან მჭიდრო კავშირი კერძების სწორი რიგითობით, იდეალურ ტემპერატურაზე და დროულად გასატანად; სტუმრის ალერგიებისა და განსაკუთრებული მოთხოვნების მყისიერი და ზუსტი გადაცემა სამზარეულოსთვის; ** მჭიდრო თანამშრომლობა ბართან: ბარის გუნდთან აქტიური კოორდინაცია სასმელების (ღვინო, საფირმო კოქტეილები, ცხელი სასმელები) სწრაფი, ესთეტიკური და სწორ ტემპერატურაზე მიწოდების მიზნით; ** ღვინის სერვისი: ბოთლის წარდგენა, სწორ ტემპერატურაზე გახსნა, ჩამოსხმა და საჭიროების შემთხვევაში დეკანტირება სასტუმროს პრემიუმ სტანდარტების მიხედვით; ** უმაღლესი კლასის მასპინძლობა: სტუმრების თბილი, პროფესიონალური მიღება, მენიუს პრეზენტაცია (კულინარიული Storytelling) და სტუმრის გემოვნებითი პრეფერენციების მიხედვით კერძებისა და სასმელების შერჩევაში დახმარება; ** სტანდარტების დაცვა: მომსახურების სრული ციკლის წარმართვა სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვით (სერვირება, მაგიდის ეტაპობრივი ალაგება); ** აქტიური გაყიდვები (Upselling): სტუმრებისთვის კერძებთან შეხამებული სასმელებისა (ღვინო, კოქტეილები) და დესერტების პროაქტიული შეთავაზება საშუალო ჩეკის გაზრდის მიზნით; ** სამუშაო სივრცის მზადყოფნა: მაგიდების მომზადება, ჭურჭლისა და ჭიქების იდეალური პოლირება ცვლის დაწყებამდე და მიმდინარეობისას; ** ფინანსური სიზუსტე: შეკვეთების უშეცდომო გატარება რესტორნის პროგრამაში და ანგარიშსწორების პროცესის (ნაღდი/უნაღდო) ოპერატიულად წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე (პრემიუმ კლასის რესტორანში ან 4/5-ვარსკვლავიან სასტუმროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად); ** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად, სასაუბრო დონეზე ფლობა (B2 დონე); რუსული ან სხვა დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** ქართული სამზარეულოსა და განსაკუთრებით ქართული ღვინის კულტურის საბაზისო ცოდნა; ** R-Keeper, Fidelio, Micros ან მსგავს საოპერაციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება ბონუსად. პიროვნული თვისებები და კომპეტენციები: ** განვითარებული კომუნიკაციური უნარები, თავაზიანობა და პოზიტიური განწყობის მუდმივი შენარჩუნების უნარი; ** გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან (სამზარეულო, ბარი, ჰოსტესი) სწრაფი კოორდინაციის უნარი; ** სტრესულ და დინამიკურ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და მობილიზების უნარი; ** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსებსა და თიფსებს (Tips); ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** უფასო კვებას სამუშაო საათებში; ** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს პრემიუმ ბრენდში; ** კორპორაციულ ფასდაკლებებს სასტუმროსა და რესტორნის სერვისებზე (Staff Rate). შერჩევის ეტაპები: ჩვენი გუნდი ზრუნავს ობიექტურ და გამჭვირვალე შერჩევის პროცესზე. ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანის შემდეგ კანდიდატები გაივლიან შემდეგ ეტაპებს: ** CV-ების გადარჩევა: მიღებული რეზიუმეების პირველადი ფილტრაცია საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით; ** პირველი ეტაპი (სატელეფონო გასაუბრება): მოკლე საუბარი (5-10 წუთი) კანდიდატის ინტერესების, ხელმისაწვდომობისა და ენობრივი ბარიერის შესამოწმებლად; ** მეორე ეტაპი (პირისპირ გასაუბრება): შეხვედრა სასტუმროს HR დეპარტამენტთან და F&B მენეჯერთან პიროვნული კომპეტენციების, გამოცდილებისა და გუნდური თავსებადობის შესაფასებლად; ** მესამე ეტაპი (პრაქტიკული ტესტირება / საცდელი დღე): 1-დღიანი ანაზღაურებადი საცდელი პრაქტიკა რესტორნის დარბაზში, სადაც კანდიდატი გაეცნობა გუნდს, აჩვენებს მზაობას სერვისისა და კომუნიკაციის საბაზისო უნარების ათვისებისთვის; როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით სავალდებულო 2-ორ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და [email protected] სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მიმტანი / რესტორანი ხედი", სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!