TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რესტორნის მომსახურების სპეციალისტი

რესტორნის მომსახურების სპეციალისტი

Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

ქართულ ტრადიციულ რესტორანს ქალაქ გუანჯოუში (ჩინეთი) ესაჭიროება რესტორნის მომსახურების სპეციალისტი . ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობის მქონე გოგონას, რომელსაც აქვს რესტორნის მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება და სურვილი, ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო და ღვინის კულტურა გააცნოს ათასობით უცხოელ სტუმარს. ქალაქი: გუანჯოუ, ჩინეთი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე) ხელშეკრულების ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 წელი; გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა შეთანხმებით). სავალდებულო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რესტორნის ან კაფეს მომსახურების სფეროში; ** უმაღლესი განათლების დიპლომი; ** პოზიციაზე განიხილებიან მხოლოდ გოგონები; ** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პოზიტიური დამოკიდებულება; ** თავაზიანი და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების უნარი; ** ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სწრაფ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** წინა სამუშაო ადგილიდან რეკომენდაციის წერილი. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების თბილად დახვედრა, განთავსებადა მაღალი სტანდარტის მომსახურება; ** შეკვეთების მიღება, შეკვეთის სისტემაში სწორად დაფიქსირება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა; ** ქართული კერძებისა და სასმელების, განსაკუთრებით ქართული ღვინის, პროფესიონალური წარდგენა და რეკომენდაცია; ** სტუმრების საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი და მათზე დროული რეაგირება; ** სუფრების მომზადება, გაწყობა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა; ** სალაროსთან და სამზარეულოსთან ეფექტური კოორდინაცია; ** მომსახურების მაღალი ხარისხისა და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა; ** რესტორნის შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა; ** ორგანიზება-მონაწილეობა ღვინის დეგუსტაციებში, თემატურ საღამოებსა და სპეციალურ ღონისძიებებში; ** საჭიროების შემთხვევაში რესტორნის პროდუქციისა და სუვენირების გაყიდვაში მონაწილეობა. ანაზღაურება და ბენეფიტები: ** თვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1000 USD ** გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული ბონუსი; ** საცხოვრებლით უზრუნველყოფა; ** ყოველდღიური კვება სამუშაო დღეებში; ** ერთმხრივი ავიაბილეთი (საქართველოდან ჩინეთში); ** სამუშაო ვიზით უზრუნველყოფა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, ელ. ფოსტის თემის (Subject) ველში მიუთითოთ: "რესტორნის მომსახურების სპეციალისტი".