TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რესტორნის საოპერაციო მენეჯერი

რესტორნის საოპერაციო მენეჯერი

Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: საგურამო (გურამიშვილის მარანი) სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და ეფექტიანი მართვა; ** მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა, კონტროლი და მუდმივი გაუმჯობესება; ** დარბაზის პერსონალის მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა, დისციპლინისა და შესრულების მონიტორინგი; ** ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და გადამზადების პროცესში მონაწილეობა; ** პროდუქციისა და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი, შეკვეთების დაგეგმვა და მომწოდებლებთან კოორდინაცია; ** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, მარაგების აღრიცხვა და დანაკარგების კონტროლი; ** სალარო ოპერაციებისა და ყოველდღიური ფინანსური ანგარიშგების კონტროლი; ** საოპერაციო ხარჯების მართვა, ანალიზი და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ** სტუმრების უკუკავშირის მართვა, პრობლემური შემთხვევების დროული და ეფექტური გადაწყვეტა; ** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი; ** რესტორნის საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; ** შეფ-მზარეულთან, სამზარეულოსა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო კოორდინაცია რესტორნის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; ** რესტორნის ეფექტიანობის გაზრდისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შემუშავება და განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სტუმარმასპინძლობის მიმართულებით); ** რესტორნის ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების მართვის გამოცდილება; ** გუნდის მართვისა და მოტივაციის უნარი; ** ძლიერი ორგანიზაციული, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი; ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "რესტორნის საოპერაციო მენეჯერი". "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."