TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რესტორნის სუპერვაიზერი

რესტორნის სუპერვაიზერი

khedi-hotel Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 21, 2026

Job description

ავლაბრის ისტორიულ ნაწილში მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო " ხედი " (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის (F&B Supervisor) პოზიციაზე, ჩვენს ავთენტურ, ქართულ რესტორან "ხედში". ჩვენი რესტორანი სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ქართულ-ევროპულ გასტრონომიულ გამოცდილებას და საუკეთესო ქართული მეღვინეობის ნიმუშებს. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, ორგანიზებულ და ლიდერული თვისებების მქონე პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია დარბაზის საოპერაციო პროცესების უზადოდ მართვა, სერვისის მაღალი ხარისხის კონტროლი და გუნდის ეფექტური წინძღოლა. მდებარეობა: თბილისი, ავლაბარი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ცვლიანი გრაფიკი) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ცვლის საოპერაციო მართვა: დარბაზის, ბარისა და სერვის-სადგურების სრული მზადყოფნის უზრუნველყოფა რესტორნის გახსნამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე; ** გუნდის ლიდერობა და ბრიფინგი: ყოველდღიური წინასაოპერაციო ბრიფინგების ჩატარება მიმტანებისთვის, ჰოსტესებისა და ბარმენებისთვის; დღიური შემოწმებული/პრიორიტეტული მენიუს (Stop List და Go List) გაცნობა; ** სერვისის ხარისხის უწყვეტი კონტროლი: დარბაზში მიმდინარე მომსახურების მონიტორინგი, 3-თეფშის ტექნიკის, მაგიდის გაწყობის და ღვინის სერვისის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** კროს-დეპარტამენტული კოლაბორაცია: მჭიდრო თანამშრომლობა შეფ-მზარეულთან, Stewarding-ის (ჭურჭლის მრეცხავები) და Housekeeping-ის გუნდებთან სერვისის უწყვეტი ჯაჭვის შესანარჩუნებლად; ** სტუმრების ლოიალობა და უკმაყოფილების მართვა: რთულ და პრეტენზიულ სიტუაციებში მყისიერი ჩართვა, პრობლემის ეფექტურად გადაჭრა და სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა; ** MICE და კორპორაციული ივენთების მართვა: საკონფერენციო ყავის შესვენებების (Coffee Break), ბანკეტებისა და კორპორაციული ვახშმების ორგანიზება და სინქრონული სერვისის მართვა; ** ახალი თანამშრომლების ონბორდინგი: ახალბედა სტაფის ადაპტაციისა და სწავლების პროცესის ("Buddy" სისტემა) მეთვალყურეობა; ** ფინანსური და სალაროს კონტროლი: ცვლის გადაბარება-დახურვის პროცედურების მართვა, POS/X/Z რეპორტების შედარება და დღის ნავაჭრის უსაფრთხოდ ჩაბარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება F&B სექტორში, საიდანაც მინიმუმ 1 წელი სუპერვაიზერის, უფროსი მიმტანის ან ცვლის უფროსის პოზიციაზე (4/5-ვარსკვლავიან სასტუმროში ან პრემიუმ რესტორანში); ** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი, თავისუფლად ფლობა (B2/C1 დონე); რუსული ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად; ** ქართულ-ევროპული გასტრონომიისა და ქართული ღვინის კულტურის ღრმა ცოდნა; ** POS სისტემებთან (Micros, Fidelio, R-Keeper ან მსგავსი) პროფესიონალური მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და კომპეტენციები: ** გამოკვეთილი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები, გუნდის მოტივირების უნარი; ** მაღალი ემოციური ინტელექტი, სტრესგამძლეობა და პიკურ საათებში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის უნაკლო შეგრძნება. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსებსა და თიფსებს (Tips); ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** უფასო ჯანსაღ კვებას თანამშრომელთა სასადილოში; ** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს პრემიუმ ბრენდში; ** კორპორაციულ ფასდაკლებებს სასტუმროსა და რესტორნის სერვისებზე (Staff Rate). შერჩევის ეტაპები: ** CV-ების გადარჩევა; ** პირველი ეტაპი: სატელეფონო გასაუბრება HR დეპარტამენტთან; ** მეორე ეტაპი: პირისპირ გასაუბრება F&B მენეჯერთან და HR დირექტორთან; ** მესამე ეტაპი: საცდელი საოპერაციო დღე. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით სავალდებულო 2-ორ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და [email protected] სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "რესტორნის სუპერვაიზერი / რესტორანი ხედი". გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!