რესტორნის სუპერვაიზერი
Job description
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან Steakhouse By Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე. რას გთავაზობთ ჩვენ: ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, მზარდი ფიქსირებული ხელფასი. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით). ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი. ფასდაკლება: 20%-იანი ფასდაკლება „გასტრონომის“ სრულ ასორტიმენტზე. კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით. აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი. ფუნქცია-მოვალეობები: რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა და მონიტორინგი რესტორანში; მომხმარებლის კომენტარზე შესაბამისი რეაგირება. დაქვემდებარებული თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება, მათთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარება დატრენინგების უზრუნველყოფა; დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლის მართვა; ცვლის გახსნისა და დახურვის შესაბამისი პროცედურების დაცვა; შეკვეთების გაკეთება და მარაგების კონტროლი; უნიფორმების/სუფრების მარაგების კონტროლი და განაწილება; ყოველდღიური რეპორტის გაგზავნა ხელმძღვანელებთან; ძირითადი მოთხოვნები: მომსახურების სფეროში სუპერვაიზერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ფილიალის ადგილმდებარეობა: თბილისი, ი.აბაშიძის 10/12 გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: [email protected] სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს გასტრონომ ქიჩენი ) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.