რესტორნის სუპერვაიზერი
Job description
რესტორანი " Atmosphere ", რომელიც მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ და ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე — ანბანის კოშკში, ეძებს გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ სუპერვაიზერს , რომელიც მზადაა, შექმნას მაღალი ხარისხის მომსახურების კულტურა და უზრუნველყოს სტუმრის მაქსიმალური კომფორტი. ლოკაცია: ბათუმი , ანბანის კოშკი ძირითადი მოვალეობები: ** რესტორნის მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა ** სტუმრების მომსახურების პროცესის მონიტორინგი და ოპერატიული რეაგირება პრობლემებზე ** გუნდის ხელმძღვანელობა, დავალებების განაწილება და მუშაობის კონტროლი ** თანამშრომლების ტრენინგი მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად ** რესტორნის ესთეტიკური და პროფესიონალური გარემოს შენარჩუნება ** სტუმრების უკმაყოფილებისა და შენიშვნების დროული და პროფესიონალური გადაჭრა ** მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია და რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტისთვის ** ბრენდის სტანდარტების, რესტორნის პოლიტიკისა და პროცედურების დაცვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** მაღალი კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისთვის ** სტუმრის გამოცდილებაზე ორიენტირებული მიდგომა ** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის უნარი ** პროფესიონალიზმი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.