---
title: რესტორნის თანამშრომლები
description: პრემიუმ კლასის რესტორანი "ამარე" (კოსმონავტების სანაპირო #67) სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და პროფესიონალ კადრებს შემდეგ პოზიციებზე: ** მეხინკლე (შესაძლებელია გუნდთან ერთად); ** მემწვადე ; **
---

# რესტორნის თანამშრომლები

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-03  
**Apply by:** 2026-11-03

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=758096)

## Job description

პრემიუმ კლასის რესტორანი "ამარე" (კოსმონავტების სანაპირო #67) სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და პროფესიონალ კადრებს შემდეგ პოზიციებზე: ** მეხინკლე (შესაძლებელია გუნდთან ერთად); ** მემწვადე ; ** ცხელი კერძების მზარეული ; ** მიმტანი ; ** დიასახლისი (სისუფთავის უზრუნველყოფის მენეჯერი). ძირითადი მოთხოვნები პოზიციების მიხედვით: ** მეხინკლე: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოში პოპულარული ხინკლის ყველა ძირითადი სახეობისა და მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა. კულინარიული ინტერპრეტაციის, ახალი გემოებისა და ფორმების შექმნის უნარი; განიხილება როგორც ინდივიდუალური კანდიდატები, ასევე შეკრული გუნდი (მეხინკლე დამხმარეებთან ერთად); ** მემწვადე: ხორცის პირველადი და მეორეული დამუშავების, დაჭრის, დაბასტურმებისა და შენახვის ტექნოლოგიების ფლობა; მაყალსა და ღია ცეცხლზე მუშაობის გამოცდილება; პროდუქტის ხარისხის კონტროლი და შესაბამისი სტანდარტების დაცვა; ** ცხელი კერძების მზარეული: ქართული ტრადიციული და თანამედროვე სამზარეულოს ცოდნა; ** მიმტანი: მომსახურების სტანდარტების ცოდნა და დაცვა; კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და სტუმართმოყვარეობა; ** უცხო ენების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** დიასახლისი: სამზარეულოსა და დარბაზის სისუფთავის, ჰიგიენური ნორმების დაცვა; სისწრაფე და ენერგიულობა; ჭურჭლისა და ინვენტარის მოვლა-დასუფთავება სანიტარიული წესების დაცვით. ზოგადი მოთხოვნები ყველა კანდიდატისთვის: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა. დინამიკურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ და მზარდ სახელფასო ანაზღაურებას; კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს და მოქნილ გრაფიკს; საკონტაქტო ინფორმაცია: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info.amarerest@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 11 51 17.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
