---
title: რეცეფშენისტი/სოციალური მედიის მენეჯერი
description: კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეცეფშენისტის/სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — განვიხილავთ დამწყებ კანდიდატებსაც. საჭირო სამუშაო პროცესებსა და მოვალეობებს ადგ
---

# რეცეფშენისტი/სოციალური მედიის მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-09  
**Apply by:** 2026-11-09

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=759585)

## Job description

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეცეფშენისტის/სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — განვიხილავთ დამწყებ კანდიდატებსაც. საჭირო სამუშაო პროცესებსა და მოვალეობებს ადგილზე გავაცნობთ და შევასწავლით. სამუშაო ადგილი: ბათუმი. ძირითადი მოვალეობები: ** ცენტრში მოსული პაციენტებისა და სტუმრების დახვედრა; ** პაციენტების მიღება და კომუნიკაცია; ** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი; ** Instagram, Facebook, WhatsApp და სხვა საკომუნიკაციო არხებიდან მიღებულ შეტყობინებებზე პასუხი; ** პაციენტების ვიზიტების ჩაწერა და განრიგის ორგანიზება; ** ცენტრის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** სოციალური მედიის გვერდების ყოველდღიურ მართვაში დახმარება; ** Stories-ისა და პოსტების განთავსება; ** ცენტრის მომსახურებებისა და შეთავაზებების სოციალურ ქსელებში წარმოჩენა. მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან ურთიერთობის კარგი უნარი; ** პასუხისმგებლობიანობა და პუნქტუალურობა; ** მოწესრიგებულობა და ყურადღებიანობა; ** გამართული ქართული მეტყველება და წერა; ** Instagram-ისა და Facebook-ის გამოყენების ცოდნა; ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების სურვილი; ** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის. სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია სურვილი, პასუხისმგებლობა და სწავლის მოტივაცია. ჩვენ გთავაზობთ: ** მუშაობას თანამედროვე და სასიამოვნო გარემოში; ** სამუშაო პროცესების ადგილზე შესწავლას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; ** განვითარების შესაძლებლობას; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ** შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნახევარი განაკვეთით მუშაობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: m.aesthetic.batumi@gmail.com

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%2F%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
