რეცეფციონისტი
Job description
კომპანია " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ რეცეფციონისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** სტუმრების, მომხმარებლების დახვედრა და გადამისამართება (საჭიროების შემთხვევაში, ყავით და ჩაით გამასპინძლება); ** მომხმარებლების პროგრამულად დარეგისტრირება; ** შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება; ** კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების ოთახების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, დასკანერება და ა.შ.); ** საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მარაგების კონტროლი; ** ფულადი შენატანების/გასავლების პროგრამულად აღრიცხვა; ** ყოველდღიური საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ჩვენ კი გთავაზობთ: ** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს; ** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები), 6 თვის შემდეგ 1100 ლარი (ხელზე ასაღები). თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 16 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.