რეცეფციონისტი
Job description
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „არქი“-ში ვეძებთ რეცეფციონისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: სტუმრების, მომხმარებლების დახვედრა და გადამისამართება (საჭიროების შემთხვევაში, ყავით და ჩაით გამასპინძლება); მომხმარებლების პროგრამულად დარეგისტრირება; შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება; კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების ოთახების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, დასკანირება და ა.შ.); საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მარაგების კონტროლი; ფულადი შენატანების/გასავლების პროგრამულად აღრიცხვა; ყოველდღიური საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ჩვენ კი გთავაზობთ: პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს; საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები), 6 თვის შემდეგ 1100 ლარი (ხელზე ასაღები). თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 16 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.