რეზერვი პრისეილერი
Job description
ლაქტალის ჯორჯია - სანტე (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას რეზერვი პრისეილერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი განაკვეთი: სრული; ძირითადი მოვალეობები: სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთების გაფორმება; სავაჭრო ობიექტზე კომპანიის პროდუქციის სწორი პოზიციონირება და მისი კონტროლი; სავაჭრო ობიექტზე ნაშთებისა და ფასების კონტროლი; კომპანიის პროდუქციის განლაგება დახლებსა და თაროებზე მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით; პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება და კონტროლი; ძირითადი მოთხოვნები: ავტომობილის ფლობა და მოქმედი მართვის მოწმობა სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ანალიტიკური აზროვნება; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; ოპერატიულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Aepm2mPd