TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რუსულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

რუსულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კარგო პოლო ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 19h ago apply by Jul 30, 2026

Job description

"Cargo Polo" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. "Cargo Polo"არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების / სპეცტექნიკის / სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას: შესყიდვის პლატფორმებზე წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ. კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია. 2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი. კომპანიაში ფუნქციონირებს After sales / Support - დეპარტამენტები რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორტფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში. მოვალეობები: კორპორატიული კლიენტების მოძიება / მოზიდვა; პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა; პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება; სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება; ლოჯისტიკური პროდუქტების გაყიდვა; გაყიდვების დინამიკის ანალიზი; ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. აუცილებელი ცოდნა და უნარები: უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ნახსენებ სფეროში. სავალდებულოა რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (მეტყველება, წერა და წაკითხვა) უპირატესობად ჩაითვლება ავტოიმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა (ინგლისური); Microsoft Office-ის ცოდნა; მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სისხარტე); კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი; ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა; ლოგიკური აზროვნება; ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი; სამუშაო პირობები: ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 + ბონუსი გაყიდვების მიხედვით. სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე ადგილმდებარეობა - ბათუმი, ფარნავაზ მეფის # 121. Cargo Polo გთავაზობთ: საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას (ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას); სხვადასხვა ტრენინგებს გაყიდვების, კორპორატიული ქცევის, საოფისე პროგრამების და ენის კურსების მიმართულებით; კომფორტულ, თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში; მძღოლის მომსახურებას სამუშაო მიზნებისათვის; ულიმიტო ტელეფონს / ტელეფონის ნომერს - სამუშაო მიზნებისათვის; დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას; უფასო კორპორატიულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან რუსულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივლისი.