TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საამქროს მენეჯერი

საამქროს მენეჯერი

marshe Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

" მარშე " საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. "მარშე" აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას. "მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საამქროს მენეჯერი . პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N5) სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები ** საამქროს ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა; ** საწარმოო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა ხარისხისა და ვადების დაცვით; ** წარმოების პროცესების უწყვეტი კონტროლი და ეფექტიანობის გაუმჯობესება; ** თანამშრომლების მართვა, სამუშაოს განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შეფასება; ** საწარმოო დისციპლინისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ** პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი და დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა; ** ნედლეულის, მასალებისა და მზა პროდუქციის რაციონალური გამოყენების კონტროლი; ** დანაკარგების შემცირების, წარმადობის გაზრდისა და პროცესების ოპტიმიზაციის ინიციირება; ** საწარმოო დანადგარების გამართული მუშაობის მონიტორინგი და ტექნიკურ სამსახურთან კოორდინაცია; ** HACCP-ის, ISO-სა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი; ** ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; ** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება (სასურველია კვების ტექნოლოგიის, ინჟინერიის, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართულებით); ** საწარმოო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საწარმოო პროცესების მართვისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება; ** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა; ** MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ** ლიდერული, ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები; ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საამქროს მენეჯერი".