TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საავიაციო ბიზნესის განვითარების სამსახურის კოორდინატორი

საავიაციო ბიზნესის განვითარების სამსახურის კოორდინატორი

Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Jul 29, 2026

Job description

შპს " საქართველოს აეროპორტების გაერთიანება " აცხადებს კონკურსს საავიაციო ბიზნესის განვითარების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - თბილისი. ანაზღაურება - 2820 ლარი (gross). სამუშაოს ტიპი: სრული. გამოსაცდელი ვადა: 6 თვე. ორგანიზაციის შესახებ კომპანიის სამართლებრივი ფორმაა- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც შექმნილია "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. კომპანია ოპერირებს საქართველოს სამ აეროპორტში. ესენია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი და ამბროლაურის აეროპორტი. ფუნქცია-მოვალეობები: ** საქართველოს აეროპორტებში ახალი ავიაკომპანიებისა და ახალი ავიამიმართულებების მოზიდვის პროცესში მონაწილეობა; ** საავიაციო ბაზრის, კონკურენტული გარემოს, მგზავრის მოთხოვნისა და ინდუსტრიის ტენდენციების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება; ** ახალი ავიამიმართულებების განვითარების პოტენციალის შეფასებაში მონაწილეობა და შესაბამისი ანალიზის მომზადება; ** ავიაკომპანიებისთვის კომერციული წინადადებების, პრეზენტაციების, საინფორმაციო მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ** ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან, სახელმწიფო უწყებებთან, ტურიზმის სექტორის წარმომდგენლებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ყოველდღიური კომუნიკაციის მხარდაჭერა; ** მიმდინარე მოლაპარაკებების, პროექტებისა და კომერციული ინიციატივების კოორდინაციაში მონაწილეობა; ** საერთაშორისო საავიაციო ფორუმების, გამოფენების B2B შეხვედრების ორგანიზებასა და მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი რეპორტების წარმოება; ** ავიაკომპანიებისა და ინდუსტრიის პარტნიორების/პოტენციური პარტნიორების მონაცემთა ბაზის წარმოება, განახლება და ადმინისტრირება; ** კომერციული დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა; ** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესის განვითარების, კომერციის, გაყიდვების მიმართულებით; ** ავიაციის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; ** ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა (როგორც წერითი ასევე, ზეპირი კომუნიკაცია); კონკურსის ეტაპებია: ** განაცხადების გადარჩევა; ** გასაუბრება; ** პრაქტიკული დავალების შესრულება, წარდგენა და პრეზენტაცია შერჩეული კანდიდატების მიერ. დამატებითი ინფორმაცია: მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 29 ივლისის ჩათვლით. CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.