TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საავტომობილო სერვისის ზედამხედველი

საავტომობილო სერვისის ზედამხედველი

lexus-tbilisi Georgia ქართული
Posted Jul 23, 2026 12h ago apply by Aug 23, 2026

Job description

" ლექსუს თბილისი " იაპონური ბრენდის, "ლექსუსის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. "ლექსუსის" მომსახურება იაპონური სტუმართმოყვარეობის, ომოტენაშის, პრინციპებზეა დაფუძნებული. ბრენდის ღირებულებები და გულწრფელი მიდგომა სტუმრის მიმართ ქმნის ლექსუსის გასაოცარ გამოცდილებას. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობენ ლექსუსის უპირატესობებს, სიმშვიდეს ავტომობილის ფლობისას და სიამოვნებას ყოველ მომენტში. "ლექსუს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის ზედამხედველის - Foreman-ის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00; შაბათი - 10:00 - 14:00; სამუშაო ადგილმდებარეობა: დ.აღმაშენებლის ხეივანი 160, დიდი დიღომი. პოზიციის მიზანი: საავტომობილო სერვისში შემოსული ავტომობილების ტექნიკური მომსახურების პროცესის ეფექტური დაგეგმვა, მართვა და კონტროლი, შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ლექსუსის მომსახურების სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** კომპანიის ახალი ავტომობილების მიღება სერვისში, ვიზუალური დათვალიერება, ტექნიკური მდგომარეობის პირველადი შემოწმება და არსებული დაზიანებების აღრიცხვა; ** ავტომობილების მიღებისა და მომსახურების პროცესში ლექსუსის მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი; ** სერვისში შემოსული ავტომობილებისთვის ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების პროცესის განსაზღვრა, დაგეგმვა და სამუშაო პროცესის ეფექტური ორგანიზება; ** ტექნიკოსებს შორის სამუშაოების განაწილება, შესრულების პროცესის კოორდინაცია და სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი; ** ტექნიკოსების მიერ სამუშაო უსაფრთხოების წესების, უნიფორმის ტარების, ჰიგიენური ნორმების, სამუშაო ადგილის წესრიგისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი; ** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ხელსაწყოების და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესყიდვების განხორციელება; ** შესრულებული სამუშაოები რეპორტინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ავტომობილის აგებულების და სერვისის პროცესების ცოდნა; ** ტექნიკოსების მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური თანამშრომლობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.