საბანკო და დებიტორული ანგარიშების მართვის სპეციალისტი
Job description
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „არქი“-ში ვეძებთ საბანკო და დებიტორული ანგარიშების მართვის სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ინტერნეტბანკინგის მართვა; საბანკო ტრანზაქციების ჩამოტვირთვა, გატარება, მონიტორინგი; დებიტორულ ბაზებში თანხის გადახდების გატარების კონტროლი; ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით; სასურველია გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე; Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.