TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საბაჟოს სპეციალისტი

საბაჟოს სპეციალისტი

Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას საბაჟოს სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სატრანსპორტო კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, ტრანსპორტირების ღირებულების შემოწმება. ** პროდუქციის დატვირთვა-დაცლის გრაფიკის დაგეგმვა, მონიტორინგი და დროული შესრულების კონტროლი. ** ტრანსპორტირების ვადების კონტროლი, დაგვიანების შემთხვევების მართვა და შესაბამისი ჯარიმების დარიცხვის პროცესის კოორდინაცია. ** საწყობთან მუდმივი კომუნიკაცია სატრანსპორტო საშუალებების დაცლის ორგანიზებისა და შემოსული ტვირთების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გაზიარების მიზნით. ** საწყობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გადაცემა, ასევე ტემპერატურული ამონაწერების მოთხოვნა და კონტროლი. ** მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაცია, მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიღება და გაზიარება. ** სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება, ტვირთების გადაადგილების გრაფიკების შედგენა და მათი გაზიარება კლიენტებთან და შესყიდვების დეპარტამენტთან. ** საბაჟოზე შესული ტვირთების გაფორმების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა. ** ტემპერატურული რეჟიმის დარღვევით მიღებული პროდუქციის შემთხვევების მართვა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გაზიარება სადაზღვევო აგენტთან, გადამზიდავ კომპანიასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან. ** ტრანსპორტირების პროცესის უწყვეტი მონიტორინგი, პრობლემური შემთხვევების ოპერატიული იდენტიფიცირება. ** იმპორტის დოკუმენტაციის ბუღალტერიასთან გაზიარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის ან შესაბამისი მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე; ** დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვების თანხას. პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ. კვირაში 5 დღე (ჰიბრიდული: 3 დღე ოფისიდან, 2 დღე სახლიდან). ** მისამართი: ლილო-ლოჭინის ხევი, ნაკვეთი 05/001. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "საბაჟოს სპეციალისტი". გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კომპანიის მიერ (შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, გამოყენება, გადაცემა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამმუშავებელია: შპს ვან ფოინთი. მონაცემთა დამუშავების მიზანია დასაქმების პროცესის წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის შეფასება არსებულ ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია თქვენი თანხმობა. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანონმდებლობა ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივ შენახვას ან თქვენ დამატებით თანხმობას განაცხადებთ უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვაზე. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება: ** მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე; ** მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება; ** მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება; ** ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა. აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ. ფოსტაზე: [email protected]