TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერი

სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერი

kia-georgia Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

" კია საქართველო " აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერის პოზიციაზე. გაყიდვების შემდგომ დეპარტამენტში სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერი იზრუნებს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფასა და სადაზღვევო შემთხვევების ეფექტურ მართვაზე. სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე; მისამართი - ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #84 ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები: ** ავტომობილის შეფასების პროცესის სწორი მართვა: დაზიანებული ავტომობილების შეფასება, განფასება, დასურათება, დაარქივება, ინვოისირება, გაგზავნა, ჩარიცხვის კონტროლი, ** შემოსული ავტომობილების შეკეთების სრული ციკლის კონტროლი; ** შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება, სამუშაო დროის მართვა და აღრიცხვა; ** ახალი და არსებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია და ცვლილებების შეტანა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** ხელშეკრულებების მართვა მონიტორინგი (ღირებულება, ვადები, გადახდის პირობების და სხვ.) ** დოკუმენტაციის შედგენა კომპანიაში დადგენილი სტანდარტებით; ** სათადარიგო ნაწილების შეკვეთის წარმოება - დამუშავებული ინვოისების მიხედვით შეკვეთის ფორმირება, შეკვეთის პროცესის მართვა, მარაგების კონტროლი; ** მომხმარებლის ინფორმირება კუთვნილი ავტომობილის შეკეთების პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ** სადაზღვევო მოთხოვნების შესრულების ვადების კონტროლი; ** სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშგებებისა და სტატისტიკის მომზადება, სადაზღვევეო მომსახურებების ფასების კონტროლი და ანალიზი; ** პრობლემური საკითხებზე შესაბამისი რაეგირება, გადაჭრის გზების მოძიება; ** წინასწარ დაგეგმილი რეპორტების წარმოება და ანგარიშგება ხელმძღვანელებთან; ** შესაბამის პროგრამებში მუშაობა (1C, MS Office, მწარმოებლის პროგრამები). ** მომხმარებლებთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა; პოზიციის მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის ან ფინანსების მიმართულებით); ** გამოცდილება სადაზღვევო სფეროში, საავტომობილო ინდუსტრიაში ჩაითვლება უპირატესად; ** გაყიდვების ან მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** ავტომობილების ტექნიკური ცოდნა და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; კომპეტენციები და უნარები: ** ლიდერული უნარ-ჩვევები ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** დაგეგმვისა და აღსრულების უნარები; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დროის მართვის უნარი ** გუნდურად მუშაობის უნარი დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - [email protected] და გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ნაწილების მენეჯერი; განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 06.08.2026 წ . "კია საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. "კია საქართველო" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.