---
title: საერთაშორისო პაციენტებთან/პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
description: კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პაციენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ლოკაცია: თბილისი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30. სამუ
---

# საერთაშორისო პაციენტებთან/პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-09  
**Apply by:** 2026-11-09

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=759565)

## Job description

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პაციენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ლოკაცია: თბილისი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30. სამუშაო აღწერილობა: მკურნალობის პროგრამების გაყიდვების ზრდა: ** ახალი საერთაშორისო პარტნიორებისა (B2B) და პაციენტების (B2C) მოზიდვა ყველა შესაძლო ინსტრუმენტის და არხის გამოყენებით, რაც კლინიკის მომსახურებების პოპულარიზაციასა და პროგრამების გაყიდვების ზრდას უზრუნველყოფს; ** პაციენტებისა და პარტნიორებისთვის მომსახურების პაკეტების შეთავაზება, პირობების დეტალური გაცნობა და მათი დაინტერესება კლინიკის სერვისებით; ** საერთაშორისო პარტნიორებისა და პაციენტების ნდობის მოპოვება და მათი ლოიალობის გაძლიერება, რაც კლინიკის შემოსავლების ზრდის საფუძველს წარმოადგენს. მარკეტინგულ საქმიანობაში ჩართულობა: ** კლინიკის მიერ ორგანიზებულ სემინარების, კონფერენციების, გამოფენებისა თუ ვებინარების ორგანიზებაში ჩართულობა და მონაწილეობა; ** მიზნობრივ ქვეყნებში პოტენციური პაციენტებთან შეხვედრების ან/და ღონისძიებების ორგანიზება და მონაწილეობა. პარტნიორებთან და პაციენტებთან კომუნიკაცია: ** სააგენტოებთან, აგენტებთან და პაციენტებთან ურთიერთობის დამყარება და შეუფერხებელი კომუნიკაციის უზრუნველყოფა პროგრამების გაყიდვის პროცესში; ** საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება, გამოსწორება და კეთილგანწყობის აღდგენა. ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი: ბილინგ მენეჯერთან ერთად მკურნალობის პაკეტების ან შეთანხმებული ინვოის (ებ)ის შექმნა და ჩარიცხვების მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენა — B2; ** რუსული ენა — B2; ** აუცილებელია რეპროდუქციული მედიცინის კლინიკაში უშუალოდ გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ მითითებული ბმული: https://forms.gle/WbGghVXASpmmqMuTA

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%2F%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
