საღამოს ცვლის საწყობის თანამშრომელი
Job description
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას საღამოს ცვლის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200-1300 ლარი ** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 17:00-დან 02:00 საათამდე ** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64 ძირითადი მოვალეობები: ** აწარმოოს ტვირთის დროული და უსაფრთხო ჩატვირთვა და გადმოტვირთვა; ** შემოსული პროდუქციის გადმოტვირთვა, დახარისხება, დასაწყობება; ** ტვირთის შეფუთვა მოთხოვნის შესაბამისად და დატვირთვა; ** საწყობის მენეჯერის მითითების შესაბამისად საწყობის დასუფთავება, მოწესრიგება; ** პროგრამული სამუშაოების შესრულება, კომპანიაში დანერგილი სოფთის შესწავლა და მოხმარება. კომპანიის ძირითადი მოთხოვნები: ** პუნქტუალური და ენერგიული ძირითადი მოთხოვნაა; ** ტვირთის მიღების, დახარისხების, დასაწყობების გამოცდილება; ** საქართველოს რეგიონების და სოფლების ცოდნა (გეოგრაფიის) ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი; ჩვენი უპირატესობები: ** გამართული სამუშაო პროცესი; ** მეგობრული სამუშაო გარემო. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი. კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/215f24513cd075b0ad8c169425721235