საიმიგრაციო სამართლის იურისტის ასისტენტი
Job description
" Just Advisors " ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც დაეხმარება იურისტს მიმდინარე საქმეების მართვაში, დოკუმენტების მომზადებასა და კლიენტებთან კომუნიკაციაში. პოზიცია იდეალურია კანდიდატისთვის, რომელსაც სურს მიგრაციული სამართლის მიმართულებით განვითარება, პრაქტიკული გამოცდილების მიღება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობა. განყოფილება: იურიდიული - საიმიგრაციო სამართლის მიმართულება ლოკაცია: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6 დასაქმება: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** იურისტის მხარდაჭერა მიმდინარე საქმეების მართვაში; ** კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიღება; ** კლიენტებისგან დოკუმენტების მოთხოვნა, მიღება და მათი სისრულის შემოწმება; ** განცხადებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება; ** განაცხადების წარდგენის პროცესის ორგანიზება; ** საქმის მიმდინარეობისა და კანონით გათვალისწინებული ვადების კონტროლი; ** კლიენტებისთვის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** იუსტიციის სახლთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია; ** კლიენტების ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა; ** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** იურიდიულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. "Just Advisors" გთავაზობთ: ** გამოცდილი იურისტების მხარდაჭერასა და მენტორობას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას; თანამედროვე სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს. თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე CV: [email protected] ელფოსტის სათაურში მიუთითე: "მიგრაციული იურისტის ასისტენტი".