საინვესტიციო რისკების ანალიტიკოსი
Job description
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს საინვესტიციო რისკების ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, მათემატიკაში, სტატისტიკაში, რისკების მართვაში ან სხვა შესაბამის სფეროში. მაგისტრის ხარისხი, CFA ან FRM ჩაითვლება უპირატესობად. არანაკლებ 1 წლის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, საინვესტიციო ანალიზის, რისკების მართვის, შესაბამისობის მონიტორინგის, საბანკო საქმიანობის, კაპიტალის ბაზრების, აუდიტის, აქტივების მართვის, საპენსიო ფონდის მართვის ან სხვა დაკავშირებული მიმართულებით. კაპიტალის ბაზრების, აქტივების კლასების, საინვესტიციო ინსტრუმენტების, პორტფელის მართვისა და რისკისა და შემოსავლიანობის ძირითადი კონცეფციების ცოდნა. საინვესტიციო რისკის მაჩვენებლების, შედეგების შეფასების, ფინანსური ანალიზისა და შესაბამისობის მონიტორინგის საბაზისო ცოდნა. საქართველოს ფინანსური ბაზრებისა და ადგილობრივი საინვესტიციო ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ძლიერი ანალიტიკური და რაოდენობრივი უნარები. Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. Bloomberg-ის, პორტფელის მართვის სისტემების, რისკების მართვის სისტემების ან მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. Python-ის, R-ის, SQL-ის, VBA-ის, MATLAB-ის ან სხვა პროგრამირების/მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები. დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ვადებთან მუშაობის უნარი. კეთილსინდისიერების, კონფიდენციალურობის, მმართველობისა და შესაბამისობის მაღალი სტანდარტების დაცვა. ფუნქცია-მოვალეობები: საინვესტიციო რისკების ანალიტიკოსი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები: რისკების მონიტორინგი და შესაბამისობის მხარდაჭერა საინვესტიციო რისკების ექსპოზიციების მონიტორინგის მხარდაჭერა, მათ შორის საბაზრო, საკრედიტო, ლიკვიდობის, სავალუტო, კონცენტრაციის, კონტრაჰენტის და სხვა შესაბამისი საინვესტიციო რისკების მიმართულებით. საინვესტიციო საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგის მხარდაჭერა მოქმედ კანონმდებლობასთან, მარეგულირებლის მოთხოვნებთან, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან, შიდა ლიმიტებთან, კომიტეტების გადაწყვეტილებებთან და შესაბამის შიდა პროცედურებთან. საინვესტიციო სამსახურის პირველი ხაზის რისკის კონტროლის ფუნქციის მხარდაჭერა საინვესტიციო მონაცემების, ექსპოზიციებისა და ლიმიტების შემოწმების გზით, შესაბამის შემთხვევაში, გარიგების შესრულებამდე ან შესრულების შემდეგ. პოტენციური დარღვევების, გადახრების ან წარმოშობილი რისკების იდენტიფიცირებასა და ანგარიშგებაში მონაწილეობა და შესაბამისი საკითხების ესკალაცია პორტფელური რისკების მართვისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსთან დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ლიმიტების მონიტორინგის ფაილების, ექსპოზიციების გაანგარიშებების, შესაბამისობის შემოწმების სიებისა და საინვესტიციო რისკების მონიტორინგისთვის საჭირო სხვა სამუშაო დოკუმენტების მომზადებისა და წარმოების მხარდაჭერა. ფაქტობრივი პორტფელური განაწილების მონიტორინგის მხარდაჭერა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ სტრატეგიულ წონებთან და დასაშვებ გადახრის კორიდორებთან მიმართებით. კონტრაჰენტების სავაჭრო ხაზების, დამტკიცებული ლიმიტებისა და ლიმიტების გამოყენების დონის მონიტორინგის მხარდაჭერა. ანალიტიკა და შედეგების შეფასება საინვესტიციო რისკებისა და პორტფელების შედეგების მაჩვენებლების გაანგარიშებისა და ინტერპრეტაციის მხარდაჭერა, მათ შორის ვოლატილობის, მაქსიმალური ვარდნის, tracking error-ის, კონცენტრაციის მაჩვენებლების, სავალუტო ექსპოზიციის, დურაციისა და სხვა შესაბამისი მაჩვენებლების მიმართულებით. ფონდის პორტფელების შედეგების რეგულარული შეფასების მხარდაჭერა დამტკიცებულ ბენჩმარკებთან და შესაბამის საბაზრო მაჩვენებლებთან მიმართებით. რისკზე მორგებული შემოსავლიანობის ანალიზის, პორტფელის ეფექტიანობის ანალიზისა და performance attribution-ის მასალების მომზადებაში მონაწილეობა. განყოფილების მიერ გამოყენებული ანალიტიკური მოდელების, dashboard-ებისა და ანგარიშგების ფორმების განვითარებისა და გაუმჯობესების მხარდაჭერა. საკრედიტო რისკი და აქტივების კლასების მონიტორინგი კორპორაციული ობლიგაციების პორტფელის მიმდინარე მონიტორინგის მხარდაჭერა, მათ შორის ემიტენტის ფინანსური ანალიზის, კოვენანტების მონიტორინგის, რეიტინგის ცვლილებებისა და სხვა შესაბამისი საკრედიტო რისკის მაჩვენებლების მიმართულებით. გაძლიერებული მონიტორინგის ქვეშ მყოფი საკრედიტო პოზიციებისთვის watchlist-ის მასალების მომზადების მხარდაჭერა. შემოთავაზებული კორპორაციული საკრედიტო ექსპოზიციების, არსებული ინსტრუმენტების ცვლილებებისა და სხვა საინვესტიციო წინადადებების რისკის ჭრილში ანალიზის მხარდაჭერა. სცენარული ანალიზი, სტრეს-ტესტირება და სტრატეგიული აქტივების განაწილების მხარდაჭერა სცენარული ანალიზის, სტრეს-ტესტირებისა და მგრძნობელობის ანალიზის მხარდაჭერა ბაზრის, მაკროეკონომიკური, საპროცენტო განაკვეთების, სავალუტო, ლიკვიდობის ან მარეგულირებელი ცვლილებების ფონდის პორტფელებზე შესაძლო გავლენის შესაფასებლად. სტრატეგიული აქტივების განაწილებასთან დაკავშირებული ანალიტიკური სამუშაოების მხარდაჭერა, მათ შორის აქტივების კლასების, რისკისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მახასიათებლებისა და საბაზრო მაჩვენებლების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და მომზადების გზით. სისტემები, მონაცემები და რეკონსილიაციის მხარდაჭერა შესაბამისი სისტემებისა და მონაცემთა წყაროების, მათ შორის პორტფელის მართვის სისტემის, Bloomberg-ის, Excel-ისა და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება რისკების მონიტორინგის, ექსპოზიციების ანალიზისა და ანგარიშგების მიზნებისთვის. საინვესტიციო რისკების მონიტორინგისთვის რელევანტური მონაცემთა ხარისხის, რეკონსილიაციის ან სისტემური მონაცემების საკითხების იდენტიფიცირებისა და მოგვარების მხარდაჭერა. განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულების რეკონსილიაციის შედეგების განხილვასა და რისკისთვის რელევანტური ანომალიების ვალიდაციაში მონაწილეობა. ანგარიშგება და დოკუმენტაცია პერიოდული საინვესტიციო რისკის, შესაბამისობისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება ან მომზადების მხარდაჭერა შიდა პროცედურებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად. განყოფილების უფროსისთვის, საინვესტიციო სამსახურისთვის, საინვესტიციო დირექტორისთვის, საინვესტიციო კომიტეტისთვის, მმართველობითი საბჭოსთვის და სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის მასალებისა და პრეზენტაციების მომზადების მხარდაჭერა. საჯარო და შიდა ანგარიშების მომზადების მხარდაჭერა, მათ შორის წლიური საინვესტიციო ანგარიშისთვის რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება. ანალიზების, გაანგარიშებების, მონიტორინგის შედეგებისა და დამხმარე ფაილების სათანადო დოკუმენტაციის წარმოება. თანამშრომლობა და სხვა ფუნქციები პორტფელის მენეჯერებთან, საინვესტიციო ოპერაციებთან, შესაბამისობის ფუნქციასთან, მეორე ხაზის რისკის ფუნქციასთან, ფინანსურ, იურიდიულ და სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა საინვესტიციო რისკებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შიდა შეხვედრებში, სამუშაო ჯგუფებსა და განხილვებში მონაწილეობა საინვესტიციო რისკების მონიტორინგის, პორტფელური ანალიტიკის, შედეგების შეფასებისა და საინვესტიციო ანგარიშგების საკითხებზე. საინვესტიციო რისკებთან, ანალიტიკასთან, შესაბამისობის მონიტორინგსა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი და მარეგულირებელი აქტების შესაბამისად. საინვესტიციო დირექტორის, საინვესტიციო სამსახურის უფროსის, პორტფელური რისკების მართვისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსისა და სხვა უფლებამოსილი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება, მათი კომპეტენციის ფარგლებში. დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected] . საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: [email protected] საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.