საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი
Job description
" პიქსელის " გუნდი ეძებს ახალ წევრს საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე. საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელის ყოველდღიური მოვალეობები მოიცავს შემდეგს: ** შენობის აქტუალური საპროექტო და as-built დოკუმენტაციის ანალიზი და აუდიტი ** შენობის საინჟინრო დოკუმენტაციის აქტუალიზაცია, შენობის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოყვანა ** შენობის სივრცეების ელექტრონული გეგმარებების შემოწმება, მათი ანალიზი და შენობის რეალურ გეგმარებებთან შესაბამისობაში მოყვანა ** შენობაში არსებული ყველა სისტემის ტექნიკური მდგომარეობისა და მუშაობის ეფექტურობის შეფასება, ასევე საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და აღნიშნული სისტემების/დანადგარების ტექნიკური გაუმჯობესების გეგმის შედგენა ** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში შესაბამისი საჭირო პროექტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება ** მსხვილი სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად შემსრულებელი კომპანიების მოძიება ტენდერის მეშვეობით, სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა/დამუშავება, ასევე შესაბამისი მასალებისა და აღჭურვილობის შესყიდვების დაორგანიზება ** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი, მათ შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი და უკვე გაწეული ანაზღაურებული სამუშაოების ხარისხისა და შესაბამისობის კონტროლი ** შენობაში არსებული საინჟინრო სისტემების ექსპლუატაციის, მათი ტექნიკური მომსახურებისა და შემდგომი მომსახურების ხარისხის კონტროლი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ** არქიტექტურული პროგრამების: ArchiCAD ან AutoCAD ცოდნა, სასურველია 3D Max-ისა და Adobe Photoshop-ის ცოდნა ** გუნდური მუშაობის უნარი, მოწესრიგებულობა, დროის მენეჯმენტი ** ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი". გისურვებთ წარმატებებს!