TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საიტ მენეჯერი

საიტ მენეჯერი

პრაიმ ბეტონი Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 16, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია " პრაიმ ბეტონი " აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერის პოზიციაზე. "პრაიმ ბეტონი" არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას. კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: https://www.primeconcrete.ge შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს ** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას ** კონკურენტულ სამუშაო პირობებს სამუშაო პირობები: ** სამუშაო განაკვეთი: სრული ** სამუშაო ადგილი: ანაკლია საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით; ** სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა; სამუშაო აღწერილობა: ** ზედამხედველობა გაუწიოს და დაგეგმოს სამშენებლო ობიექტის ყოველდღიური/ყოველკვირეული საქმიანობა სამუშაო პროცესი; ** უშუალო ზედამხედველობა გაუწიოს ყველა მუშახელს, მოახდინოს შრომისა და დისციპლინის კოორდინირება, რათა ყოველგვარი საქმიანობა წარიმართოს ხარისხიანად და დამკვეთის მიერ მოთხოვნილი გრაფიკის, ხარისხის და ღირებულების მოთხოვნის შესაბამისად. ** გააკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო სრულდება გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით; ** სამუშაო პროცესის არასწორი მიმდინარეობისას ჩაატაროს მაკორექტირებელი ღონისძიებები; ** შეთანხმებულად იმოქმედოს პროექტის მენეჯერთან, რათა დაზუსტება შეიტანოს პროექტის გეგმარებაში/ინფორმაციის მოთხოვნის დოკუმენტში. ** აწარმოოს ყოველდღიური სამშენებლო ჟურნალი; ** მონაწილეობა მიიღოს პროექტის საჭირო დოკუმენტაციის წარმოებაში; ** მოახდინოს სამუშაო მოედნის ინვენტირება და უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ინვენტარი შესაბამისად მოვლილი და შენახულია; ** აქტიურად მოახდინოს სამუშაო ობიექტის მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით; ** სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა. ** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული; ** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი; ** მოლაპარაკების პროცესის სრული მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით ელ. მისამართზე: [email protected] სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.