საქმეთა მწარმოებელი
Job description
სამშენებლო კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობის სფეროა: ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები. სამუშაო ადგილი: საქართველო სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მოვალეობები: სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზება, მართვა და უშუალო ზედამხედველობა მუშახელისა და სპეციალური ტექნიკის ეფექტური გადანაწილება და მათი მუშაობის გაკონტროლება სამუშაოების შესრულების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და ვადების დაცვის უზრუნველყოფა ობიექტზე შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური და სახანძრო ნორმების მკაცრი კონტროლი სამშენებლო მასალების რაციონალური გამოყენება და ხარჯვის კონტროლი პროექტის მენეჯერთან და ობიექტის ინჟინერთან მჭიდრო თანამშრომლობა, შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული ანგარიშგება სამუშაო ნახაზების მიხედვით დავალებების გაცემა და შესრულების გადამოწმება უნარჩვევები: ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი დეტალებზე ორიენტირებულობა მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამშენებლო/ საინჟინრო მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე სამშენებლო ნახაზების კითხვის უნარი სამშენებლო ტექნოლოგიების, მასალებისა და ნორმების სიღრმისეული ცოდნა სამშენებლო სპეცტექნიკის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 28 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.