TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საქმეთწარმოების სპეციალისტი

საქმეთწარმოების სპეციალისტი

ადეიშვილის კლინიკა Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

" ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი " აცხადებს ვაკანსიას საქმეთწარმოების სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში . "ადეიშვილის კლინიკების ქსელი" დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს. სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15 ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს; ** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას; ** წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს; ** ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. ძირითადი მოვალეობები: ** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით ჰოსპიტლის დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია; ** (შიდა/გარე) კორესპონდენციის, სხვადასხვა დოკუმენტების მომზადების პროცედურების დაცვაზე კონტროლი, დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შენახვა და მართვა; ** კანცელარიისა და ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია; ** შეხვედრების და ღონისძიებების ორგანიზება; ** HR განყოფილებასთან თანამშრომლობა; ** დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობასა და დადგენილი ვადების დაცვაზე კონტროლი და აღნიშნულთან დაკავშირებით სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების სისტემატური ინფორმირება; ** შიდა დოკუმენტების ჩანაწერების კონტროლი დაწესებულების მასშტაბით; ** შიდა და გარე დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა, საოფისე და რუტინული საქმისწარმოების პროცესების მუდმივი მონიტორინგი; საჭირო უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი); ** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] . ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ადეიშვილის კლინიკების ქსელი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!