TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საქმის მწარმოებელი

საქმის მწარმოებელი

FlyInspectors Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

კომპანია " FlyInspectors " აცხადებს ვაკანსიას ოფისში საქმის მწარმოებლის პოზიციაზე. სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც პირველადი კონტაქტის, ასევე საქმის წარმოების პროცესში; ** ავიაკომპანიებთან წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია; ** სამუშაო დოკუმენტების მომზადება და დამუშავება; ** საქმის წარმოება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი; ** შიდა სამუშაო დოკუმენტების შექმნა და მართვა. აუცილებელი მოთხოვნები: ** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); ** დანარჩენ სამუშაო პროცესებს ადგილზე სრულად შევასწავლით. პიროვნული თვისებები: ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. პირობები: ** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები / ნეტი); ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ინდივიდუალურად მორგებული თანამშრომელზე. კომპანიის ვებგვერდი: https://www.flyinspectors.ge დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]