საქმისწარმოების მენეჯერი
Job description
თბილისის საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას: საქმისწარმოების მენეჯერი მდებარეობა: თბილისი,დიდი დიღომი,ზურგოვანის დასახლება,თავისუფლების ქუჩა 10 სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 17:00 სთ დასვენების დღეები:შაბათ-კვირა და სხვა ოფიციალური უქმე დღეები ჩვენს შესახებ: შპს თბილისის საერთაშორისო სკოლა არის წამყვანი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის განათლებასა და მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რეპუტაციით, პროფესიონალური გუნდითა და აკადემიური მიღწევებით. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და მოტივირებულ საქმისწარმოების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაციული და დოკუმენტური პროცესების გამართულ, სტანდარტების შესაბამის ფუნქციონირებას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: საქმისწარმოების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად კოორდინაცია დაწესებულების საქმისწარმოების ორგანიზების, შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის მომზადების, გაფორმების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის წესის დაცვაზე; კოორდინაცია მოსწავლეებისა და მასწავლებლების რეესტრის წარმოებაზე დადგენილი წესის შესაბამისად; დაწესებულების მოსწავლეებისა და პერსონალის პირადი საქმეების წარმოება; სკოლაში შემოსული, გასული კორესპონდენციის, ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა და საინფორმაციო ბაზის ფორმირება, დოკუმენტის სარეგისტრაციო ან/და ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება დადგენილი წესის შესაბამისად; დოკუმენტების და ბლანკების ფორმის შემუშავება; დოკუმენტების გადაცემა სკოლის დირექციისათვის და შემსრულებლებისათვის, მათ შესრულებაზე კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება სკოლის დირექციისათვის; დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა – დაბეჭვდა, ასლის გადაღება; გასული დოკუმენტების დაგზავნა; ინფორმაციის გაცემა შემოსულ დოკუმენტებზე, მისი შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის შესახებ; დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი; სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი; შესრულებული დოკუმენტის ჩამოწერა და საქმეში მოთავსება; საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება; საქმეთა მომზადება არქივში ჩასაბარებლად; საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეების არქივში მიღება, აღრიცხვა და დაცვა; არქივიდან ცნობების, ბრძანების ამონაწერების და სხვა დოკუმენტების გაცემა; დაინტერესებულ პირთა მომსახურება, მათთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; განათლების მართვის ინფორმაციის სისტემაში სათანადო ინფორმაციის ასახვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ჰუმანიტარული, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით). სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება საქმისწარმოების, ასისტენტის, ადმინისტრირების ან HR მიმართულებით (საგანმანათლებლო სფეროში/სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). პროგრამული უნარები: საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel) სრულყოფილი ფლობა; სასურველია EMIS-ის ბაზასთან მუშაობის გამოცდილება. ენების ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილი (მართლწერის წესების უზადო) ცოდნა ( ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად). პიროვნული კომპეტენციები და უნარები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალების მიმართ უკიდურესი ყურადღება (მატერიალურ და ციფრულ დოკუმენტებთან მუშაობისას). დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი . კონფიდენციალურობის სტანდარტების მკაცრი დაცვა. გამართული, კორექტული და ეფექტური ვერბალური თუ წერილობითი კომუნიკაციის უნარი. გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე). პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. მეგობრულ, მაღალპროფესიულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) ელ-ფოსტაზე: [email protected] . 31.07.2026 -მდე. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: „საქმისწარმოების მენეჯერი“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.