TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საქმისწარმოების უმცროსი სპეციალისტი

საქმისწარმოების უმცროსი სპეციალისტი

american-hospital-tbilisi Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა. "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/ ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპონდენციის ბრუნვის სისტემის შექმნაში, დანერგვასა და კონტროლში მონაწილეობა; ** შემოსული და გასული კორესპონდენციის დროულად დამუშავება, რეგისტრაცია; ** გადანაწილება, შენახვის და დანიშნულებისამებრ გაგზავნის უზრუნველყოფა; ** დოკუმენტების შინაარსის მიხედვით სააღრიცხვო/საცნობარო ელექტრონული რეესტრის წარმოება; ** შემოსული დოკუმენტების დროული განხილვის, განაწილებისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება; ** დოკუმენტების შენახვა/არქივირება; ** დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა - დაბეჭდვის, ასლების გადაღების და ოპერატიული გამრავლების უზრუნველყოფა; ** საფოსტო-საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა; ** საქმისწარმობის მთავარი სპეციალისტის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ** უმაღლესი განათლება ცოდნა და უნარები: ** ინგლისური და რუსული ენების B2/ B2 დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** დროის ეფექტურად მართვის უნარი ** პუნქტუალური ** ორგანიზებული ** დეტალებზე ორიენტირებული დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: [email protected] თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს - [email protected] და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.