TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საკრედიტო ოფიცერი

საკრედიტო ოფიცერი

სვიტ ჯეო გრუპი Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 30, 2026

Job description

შპს "სვიტ ჯეო გრუპი" არის საფინანსო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურების მიწოდებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მისი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია ნიჭიერი და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც სრულად იყენებენ საკუთარ პოტენციალს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის. შპს "სვიტ ჯეო გრუპი" აცხადებს ვაკანსიას პოზიცია: საკრედიტო ოფიცერი . ლოკაცია: ოზურგეთი / ფოთი ფუნქციები და მოვალეობები: ** საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი; ** კლიენტების მოძიება და მოზიდვა; ** საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება; ** პოტენციური კლიენტებისთვის სესხის პირობებისა და პროდუქტის უპირატესობების გაცნობა; ** საკრედიტო განაცხადების მომზადება და საკრედიტო კომიტეტისთვის გადაგზავნა; ** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა; ** მიმდინარე კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით; ** ნაღდი ფულის მიღება; ** მატერიალური პასუხისმგებლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე. პიროვნული უნარები: ** გამართული მეტყველება; ** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** ემოციური მდგრადობა; ** კონფლიქტების პრევენციისა და გადაწყვეტის უნარი; ** პრინციპულობა და შეუპოვრობა; ** ოპერატიულობა; ** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; • სამუშაო დღეები: ** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; ** შაბათი: 11:00-15:00 (ნახევარი განაკვეთი); ** ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა - მინიმუმ 3 თვე; ** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + მოქნილი ბონუსი; ** კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო ნომერი; ** ავტომობილის მფლობელებისთვის საწვავის ხარჯის ანაზღაურება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა. ჩვენ გთავაზობთ: ** დინამიკურ და საინტერესო სამუშაოს პროფესიონალ და ამბიციურ გუნდთან ერთად; ** დასაქმებას სწრაფად მზარდ კომპანიაში, რომელიც ოპერირებს კონკურენტულ და საინტერესო სფეროში; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. CV გამოგზავნეთ: [email protected] და ელფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საკრედიტო ოფიცერი". განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 აგვისტო .