საკუთარი მიკროავტობუსით მოსიარულე კურიერი
Job description
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკუთარი მიკროავტობუსით (მარშუტკით) მოსიარულე კურიერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად ** სატვირთო ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება ძირითადი მოთხოვნები: ** საკუთარი მიკროავტობუსის ქონა ** B კატეგორიის მართვის მოწმობა ** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება ** სასურველია თბილისის უბნების კარგი ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პუნქტუალურობა ** დისციპლინირებულობა ** ორიენტაციის უნარი ** მოტივირებულობა ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი სამუშაო პირობები: ** განაკვეთი: სრული (ორშ-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი: 10:00-17:00) ** (სამუშაო დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კურიერის სისწრაფეზე) ** ანაზღაურება: 2500 ლარი ** საწვავს სრულად ანაზღაურებს კომპანია კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს: ** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე ** გასაუბრება დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: თბილისის კურიერი. გისურვებთ წარმატებას! "პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობის ფორმას გთხოვთ გაეცნოთ აქ: https://onway.ge/Informed_Consent