საკვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
Job description
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას Food & Beverage Supervisor-ის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: მიმტანების გუნდის კოორდინაცია და მართვა ცვლის განმავლობაში; მომსახურების პროცესის ეფექტურად ორგანიზება და კონტროლი; სტუმრების დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; პრობლემური სიტუაციების დროული და ეფექტური გადაჭრა; მომსახურების სტანდარტებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ინგლისური ენის ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას; კვებას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობასა და ტრენინგებს; მეგობრულ, კომფორტულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: თბილისი, ibis Tbilisi City, ვ. წითლანაძის ქ. №1; სამუშაო გრაფიკი: 5/2, დილისა და საღამოს ცვლები. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე. წარმატებებს გისურვებთ!