TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Sales Manager

Sales Manager

MKL SHIPPING Tbilisi, Georgia
Posted Aug 07, 2026 9h ago

Job description

ამერიკული ავტო-იმპორტიორი კომპანია MKL Shipping აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე როგორც თბილისში , ასევე ბათუმში . MKL Shipping 15 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს ავტომობილების იმპორტს აშშ-დან, ფლობს 4 საკუთარ ავტოსადგომს ამერიკის ოთხ შტატში პორტებთან; უზრუნველყოფს სრულ ლოგისტიკურ სერვისს გლობალურ ბაზარზე. 80 000+ ავტომობილი, 25 000+ კონტეინერი და 80 000+ კმაყოფილი მომხმარებელი MKL Shipping-ის გამოცდილების დასტურად გვევლინება. ქართული წარმომადგენლობა ფუნქციონირებს 2023 წლიდან. 2025 წლიდან MKL-ის სერვისებს დაემატა სამხრეთ კორეიდან ტრანსპორტირება. ძირითადი მოვალეობები: · შემოსული ლიდების დამუშავება და მონაცემთა ბაზების გენერირება; · აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან (ცივი ზარები და შეხვედრები); · გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესრულება; · ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებული სამუშაოსა და შედეგების შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: · გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტოიმპორტის სფეროში); · ავტომობილების მოდელების საბაზისო ცოდნა; · ქართული და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად); · პირადი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად); · პასუხისმგებლიანობა და დისციპლინირებულობა. რას გთავაზობთ: · კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით) + საბონუსე სისტემას; · პროფესიული და კარიერული ზრდის მუდმივ მხარდაჭერას (მათ შორის პერმანენტულ ტრენინგებს); · კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. სამუშაო ადგილი: · თბილისში: იაკობ ნიკოლაძის ქ. #3 · ბათუმში: ა. კაჭარავას ქ. #5 დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე [email protected] - ზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.