Sales Manager
Job description
Job Description – B2B Sales Manager პოზიციის მიზანი სამშენებლო მასალების, დანადგარებისა და ტექნიკის გაყიდვების განვითარება, ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვა, არსებული პარტნიორების მართვა და კომპანიის გაყიდვების მიზნების შესრულება. ძირითადი მოვალეობები ახალი B2B კლიენტების მოძიება და მოზიდვა. სამშენებლო კომპანიებთან, დეველოპერებთან, გენერალურ კონტრაქტორებთან და საპროექტო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარება. მიმდინარე და პოტენციური პროექტების იდენტიფიცირება და მართვა. კომერციული შეთავაზებების მომზადება, პრეზენტაცია და მოლაპარაკებების წარმოება. გაყიდვების სრული ციკლის მართვა – პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე. კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება. საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია და პროექტების კოორდინაცია. ბაზრის, კონკურენტებისა და ფასების მუდმივი ანალიზი. გაყიდვების გეგმის შესრულება და KPI-ების მიღწევა. CRM სისტემაში მონაცემების მართვა და რეგულარული ანგარიშგება. კომპანიის წარმომადგენლობა შეხვედრებზე, გამოფენებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (სამშენებლო სფერო უპირატესობაა). სამშენებლო მასალების ან საინჟინრო პროდუქტების ცოდნა. მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები. მომხმარებელზე და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. Microsoft Office-ისა და CRM სისტემების ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება. KPI (შეფასების ძირითადი კრიტერიუმები) გაყიდვების გეგმის შესრულება. ახალი კლიენტების რაოდენობა. მოზიდული პროექტების ღირებულება. კომერციული შეთავაზებების კონვერტაციის მაჩვენებელი. კლიენტების შენარჩუნების მაჩვენებელი. დებიტორული დავალიანების კონტროლი. CRM-ის დროული და სრულყოფილი წარმოება.