Sales Manager
Job description
ჩვენს შესახებ გალერეა ფოტოატელიე არის თანამედროვე სახვითი ხელოვნების (Fine Art) ფოტოგრაფიის გალერეა, რომელიც თანამშრომლობს კერძო კოლექციონერებთან, ინტერიერის დიზაინერებთან, არქიტექტორებთან, პრემიუმ კლასის მასპინძლობის ბიზნესსა და უძრავი ქონების დეველოპერებთან. მოვალეობები კერძო კოლექციონერებთან და ხელოვნების ნიმუშების მყიდველებთან ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება. პარტნიორული კავშირების განვითარება ინტერიერის დიზაინერებთან, არქიტექტორებთან და ლუქს კლასის მასპინძლობის სექტორთან. ნამუშევრების პროფესიონალურად წარდგენა კლიენტებისთვის. გაყიდვების სრული ციკლის მართვა — პირველადი კონტაქტიდან გარიგების დახურვამდე. კლიენტების ვიზიტების, შეხვედრებისა და კერძო ჩვენებების ორგანიზება გალერეაში. გალერეის წარმოდგენა გამოფენებზე, ღონისძიებებსა და ნეთვორქინგ შეხვედრებზე. კლიენტების მონაცემთა ბაზის წარმოება და მუდმივი შემდგომი კომუნიკაციის (Follow-up) უზრუნველყოფა. მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიისა და ბაზრის გაფართოების მიმართულებით. მოთხოვნები გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, ლუქს რითეილის, უძრავი ქონების ან ხელოვნების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელიანი გამოცდილება. შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები. ძლიერი ნეთვორქინგის უნარი და მაღალი პროფილის კლიენტებთან შეხვედრის თავდაჯერებულობა. მაღალი მოტივაცია, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა. პროფესიონალური იერსახე და პრეზენტაციის უნარი. ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა აუცილებელია. ხელოვნების, ფოტოგრაფიის, დიზაინისა და კულტურისადმი გულწრფელი ინტერესი. სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1300 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი; ზრდის პოტენციალი: გრძელვადიანი კარიერული ზრდა საერთაშორისო სახელოვნებო ბიზნესში. ხელმისაწვდომობა ექსკლუზიურ სახელოვნებო ღონისძიებებსა და გამოფენებზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა : თბილისი სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 როგორ მოგვმართოთ გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (სადაც აღწერთ, თუ რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი გალერეა ფოტოატელიესთვის) ელ-ფოსტაზე [email protected] და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითეთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.