Sales Manager
Job description
შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანია SafCo აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიებაზე, გაყიდვების სრული პროცესის მართვასა და ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება; ** სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების საჭიროებების იდენტიფიცირება; ** ცივი ზარებისა და წერილობითი კომუნიკაციის წარმოება; ** პოტენციურ მომხმარებელთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება; ** SafCo-ს მომსახურებებისა და პროდუქტების პრეზენტაცია; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა; ** მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება; ** გაყიდვების პროცესის მართვა პირველი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** ტენდერების მოძიება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია; ** მომხმარებლების, კონკურენტებისა და ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება; ** მცირე ბაზრის კვლევების ჩატარება და მიღებული ინფორმაციის ანალიზი; ** გაყიდვებთან დაკავშირებული მონაცემებისა და მიმდინარე პროცესების რეგულარული აღრიცხვა; ** კომპანიის სხვა გუნდებთან თანამშრომლობა კლიენტისთვის შესაბამისი შეთავაზების მომზადების მიზნით. ჩვენი მომსახურებები და პროდუქტები: ** შრომის უსაფრთხოების აუთსორსი; ** შრომის უსაფრთხოების აუდიტი; ** აკრედიტებული ტრენინგ კურსი; ** თემატური ტრენინგები; ** შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა SafePRO; ** ISO სტანდარტების დანერგვა და აუდიტი; ** SafCo-ს სხვა საკონსულტაციო მომსახურებები და პროდუქტები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** B2B ან კორპორაციულ გაყიდვებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ** კორპორაციულ კლიენტებთან, კომპანიის ხელმძღვანელებთან, HR-ისა და შესყიდვების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამოცდილება; ** გაყიდვების პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი; ** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა; ** ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი; ** ინფორმაციის მოძიების, სისტემატიზაციისა და მარტივი ბაზრის კვლევის ჩატარების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** საოფისე პროგრამების გამოყენების უნარი. ** შრომის უსაფრთხოების სფეროში ან შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებების გაყიდვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ასევე განიხილებიან კანდიდატები, რომლებსაც აქვთ B2B საკონსულტაციო, პროგრამული უზრუნველყოფის, ტრენინგების, ISO სისტემების ან სხვა პროფესიული მომსახურებების გაყიდვის გამოცდილება. სამუშაო პირობები: ** სრული სამუშაო განაკვეთი; ** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე; ** სამუშაო რეჟიმი: ოფისიდან; ** ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია ნაწილობრივ ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი; ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე - გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ფიქსირებული ანაზღაურება არ იცვლება; ** ანაზღაურება: 2, 200-2500 ლარი ხელზე + საბონუსე სისტემა; ** საბონუსე სისტემა დაფუძნებულია გაყიდვების შედეგებზე და სხვა მოვალეობების შესრულების ხარისხზე; რას გთავაზობთ: ** მრავალფეროვან კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობას; ** შრომის უსაფრთხოების, ISO სტანდარტების, ტრენინგებისა და ტექნოლოგიური პროდუქტების მიმართულებით პროფესიული ცოდნის გაღრმავებას; ** გაყიდვების პროცესში დამოუკიდებლობასა და ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას; ** კომპანიის ზრდასთან ერთად განვითარების შესაძლებლობას; ** კვალიფიციურ, პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან მუშაობას; ** სტაბილურობას და სასიამოვნო სამუშაო გარემოს ზედმეტი სტრესის გარეშე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV 31 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: [email protected] ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი" გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.