TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამართალწარმოების იურისტის ასისტენტი

სამართალწარმოების იურისტის ასისტენტი

TBC Georgia
Posted Jul 17, 2026 16h ago

Job description

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერილობა შენ , როგორც იურისტის ასისტენტი: მიიღებ ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც გაგიზიარებენ ბანკის კვალიფიციური და გამოცდილი იურისტები. დახმარებას გაუწევ იურისტს შემდეგი საქმიანობის განხორციელებაში: ბანკის ინტერესების დაცვა/ წარმომადგენლობა როგორც საკრედიტო ისე არასაკრედიტო დავასთან დაკავშირებით, მესამე პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოებში (მათ შორის: ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში; აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორულ ორგანოებში, კერძო აღმასრულებელთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; შსს-ში, შსს მომსახურების სააგენტოში სპეციალისტთან, ნოტარიუსთა პალატაში, და სხვ.); სამართალწარმოების ფარგლებში, მსესხებლებთან/თავდებებთან, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეებთან და საქმესთან დაკავშირებულ სხვა მხარეებთან ურთიერთობა; მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა; წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება; პრობლემურ საკითხებზე იურიდიული დასკვნების მომზადება; შემოსულ კორესპონდენციაზე რეკომენდაციების და კორესპონდენციების მომზადება; კვალიფიკაცია კვალიფიკაცია მაგისტრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით; ადვოკატთა საკვალიფიკაციო ან მოსამართლის გამოცდები სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით (სასურველია); იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება; საბანკო სფეროში, პრობლემური სესხების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრაციული საქმის წარმოების ცოდნა (სასურველია); ინგლისური ენის მინიმუმ ცოდნა სასურველია. გამოგვიგზავნე შენი CV თუ გაქვს: პასუხისმგებლობის გრძნობა; დროის მართვის უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; პრობლემების ანალიზის უნარი; მოლაპარაკების უნარი; ზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე და ხარ: პუნქტუალური; გუნდური; დისციპლინირებული; მოქნილი და გაქვს ცვლილებებზე ადაპტირების უნარი;. დეტალებზე ორიენტირებული; AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.